ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას - ან თქვით, რომ რაღაცას იზამთ ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ, კი არ „ტეხავს“ - ალტერნატივას როგორ ვერ ხედავს ხალხი, ეს მეორედ არ გაიმეოროთ, თავს რას აჯერებთ

რაში არ მეთანხმებით? თუ არ მეთანხმებით, რას აკეთებთ, ეს მოუყევით ხალხს. ნუ დამეთანხმებით, არც მოგწონდეთ, არც გიყვარდეთ, არავითარი პრეტენზია არ მაქვს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, პატიმრობაში მყოფმა ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან პოლიტიკურ პარტიებს აქტიურობისკენ მოუწოდა და მიმართა, რომ საკუთარ ხალხს მოუსმინონ.

„ტელევიზიებსაც მინდა ვუთხრა - იცი, როგორ მეცოდებით? თემების მოგონება გიწევთ ხალხო, გარეთ არაფერი ხდება და იგონებთ. გეფიცები, მეცოდებით, რომ გიყურებთ, საწყლად წვალობთ. თუ არ მოიფიქრებს ტელევიზიის პროდიუსერი რამეს დღის განმავლობაში, არაფერი იქნება, ეს რეალობაა.

მერე, ეთერებში რომ დადიხართ, სალაპარაკო აღარ გაქვთ ხალხო, ვერ ხვდებით? ყველა წერტილ-მძიმით გეტყვით, რის მერე, რას იტყვით. ყველა პოლიტიკოსს მივმართავ, ჩემიანსაც, სხვისიანსაც. ჭკუას კი არ გარიგებთ, გულშემატკივრის პოზიციიდან ვამბობ. კიდევ გეუბნებით, ინგლისურის არმცოდნე, „ლილოში“ მოსიარულე ხეპრე ხაბეიშვილის პოზიცია გაიგეთ კაცო, ზემოდან კი არა. არ მინდა, თქვენ იყავით ხალხო წინ, თქვენ იყავით მაგრები, ოღონდ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ. გაიგეთ გულშემატკივრის ხმა. ამას, ალბათ, ფიქრობს ხალხის 90%. ვიღაც რომ არ გეუბნებათ, იმას კი არ ნიშნავს, რომ ხალხი ასე არ ფიქრობს, ასე ფიქრობს ყველა. ამიტომ, გთხოვთ, ყველაზე ზედმეტი, არაფრისმომცემი ეთერი არის დამთრგუნველი ადამიანისთვის, რომელიც იმედს ელოდება.

მე თქვენკენ ვარ. თქვენკენ რომ ვარ, იმიტომ ვზივარ აქ და ნახევარი წელია სასამართლო სხდომას ვერ მივაღწიე, ვინმეს რამეს კი არ ვუწუნებ. ან თქვით, რომ რაღაცას იზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ, კი არ „ტეხავს“. ხალხი არის მზად იმისთვის, რომ ჯურღმულში ცხოვრება არ უნდოდეს. ალტერნატივას როგორ ვერ ხედავს, ეს მეორედ არ გაიმეოროთ, სისულელეა, თავს რეებს აჯერებთ. ამ ქვეყნის ინტელექტუალური ნაწილი აქეთა ფლანგზე დგახართ და ლაპარაკობთ, რომ ხალხს ვერ ვაჩვენე ალტერნატივაო? როგორ ვერ აჩვენეთ, ყველაზე მაგრები ხართ, სიმპათიურებიც, გონებაგახსნილები და საერთაშორისო, შიდა ურთიერთობებში ყველაფერი შეგიძლიათ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა