აფხაზეთში რუსული პასპორტების გამცემი პუნქტების მუშაობა შეჩერდა

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული პასპორტებისა და მართვის მოწმობების გაცემის პუნქტების ფუნქციონირება შეჩერდა. ამის შესახებ სოხუმში ე.წ. რუსეთის საელჩომ განაცხადა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული შიდა პასპორტების გაცემის პუნქტები 2026 წლის იანვარში გაიხსნა „ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, რომელსაც მხარეებმა 2022 წელს მოაწერეს ხელი და ძალაში 2025 წლის 25 აპრილს შევიდა“, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით.

გარდა ამისა, 2025 წელს აფხაზეთში გაიხსნა რუსული მართვის მოწმობების გაცემის პუნქტები.

„ვინაიდან აფხაზი პოლიტიკური მოღვაწეები, მათ შორის სახალხო კრების წევრები, ეჭვქვეშ აყენებენ ზემოაღნიშნული პუნქტების ფუნქციონირების კანონიერებას, რუსული მხარე, რომელიც პატივს სცემს დამოუკიდებელი აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, იძულებული იქნება, გადაწყვიტოს მათი ფუნქციონირების შეჩერება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ე.წ. საელჩოს განმარტებით, ამ დოკუმენტების „აფხაზეთის მოქალაქეებისთვის“ გაცემის პროცესი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა