ადვოკატი - ვასილ კაძელაშვილის მიმართ მტკიცებულებები არ არსებობს - ერთადერთი მტკიცებულებაა კადრები, სადაც რამდენიმე ადამიანის კერძო საუბარია ასახული, მაგრამ არ არის დასაბუთებული როდის არის გადაღებული და იქონია თუ არა გავლენა ვინმეს ქმედებაზე

კადრები, რომელიც ერთადერთი მტკიცებულებაა, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ „ფეისბუქ“ გვერდზე ატვირთული ვიდეო, სადაც რამდენიმე ადამიანის პირადი, კერძო საუბარია ასახული. მაგრამ არ არის დასაბუთებული თუ როდის არის ეს კადრები გადაღებული, ან სად არის გადაღებული,- ამის შესახებ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა ან მასში მონაწილეობას ბრალდებით მსჯავრდებული ვასილ კაძელაშვილის ადვოკატმა, რევაზ აჭარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დასკვნით სიტყვაში, ასევე ხაზი გაესვა სახალხო დამცველის სასამართლო მეგობრის პოზიციასაც, რომელშიც მითითებულია, რომ ვასილ კაძელაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.

„დასკვნითი სიტყვაში ხაზი გაესვა იმ ნაკლოვანებებს, რომელიც შესაბამისი უწყების მიერ საქმის წარმოების პროცესში იყო, რომ არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება. ასევე, ის, რომ ვასილ კაძელაშვილი გამართლდა სსსკ 225-ე მუხლში ეს არ არის საკმარისი. გამამართლებელი განაჩენი უნდა იყოს გამოტანილი სსსკ 226-ე მუხლზეც. ასევე, დასკვნით სიტყვაში მითითებული იყო სახალხო დამცველის სასამართლო მეგობრის პოზიციაც, რომელშიც მითითებულია, რომ ვასილ კაძელაშვილის მიმართ მტკიცებულებები არ არსებობს.

კადრები, რომელიც ერთადერთი მტკიცებულებაა, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ „ფეისბუქ“ გვერდზე ატვირთული ვიდეოა, სადაც რამდენიმე ადამიანის პირადი, კერძო საუბარია ასახული. მაგრამ არ არის დასაბუთებული თუ როდის არის ეს კადრები გადაღებული, ან სად არის გადაღებული. ასევე, არ არის არანაირი მტკიცებულება, რომ ვიდეოში ასახულმა საუბარმა, შემდგომ რაიმე გავლენა იქონია ვინმეს ქმედებაზე. ამიტომ ეს ვიდეო არანაირი ინფორმაციის მატარებელი არ არის სასამართლოსთვის, გარდა იმისა, რომ რამდენიმე პირი საუბრობს“,- განაცხადა რევაზ აჭარაძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციის საქმეზე მსჯავრდებულების ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, გიორგი გორგაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილისა და ირაკლი მიმინოშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც დასკვნითი სიტყვა ბრალდების მხარემ წარმოთქვა. ასევე, დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, ვასილ კაძელაშვილის ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მათ ბრალი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. სამ მათგანს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურა სამივეს 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას სდებდა ბრალად.

დანარჩენ 5 ბრალდებულს: ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევსა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამ პირებს პროკურატურა 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა