ზამთრის ოლიმპიური თამაშები იწყება - „საქართველოს ბანკი“ ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი

2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, მილანსა და კორტინა-დ’ამპეცოში 6-22 თებერვალს გაიმართება და მასში მონაწილეობას 91 ქვეყანა მიიღებს.

ტურნირის ფარგლებში, სპორტსმენები ერთმანეთს ყინულსა და თოვლზე შესრულებულ სხვადასხვა სპორტულ სახეობებში შეეჯიბრებიან.

წელს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ ისეთ სახეობებში, როგორებიცაა: სამთო თხილამურობა და ფიგურული ციგურაობა.

საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებში შემავალი სპორტსმენები იქნებიან:

ფიგურული სრიალი:

  • ნიკა ეგაძე - ერთეულები | 10 და 13 თებერვალი;
  • ანასტასია გუბანოვა - ერთეულები | 17 და 19 თებერვალი;
  • ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა - სპორტული წყვილები | 15-16 თებერვალი;
  • დიანა დევისი და გლებ სმოლკინი - სპორტული ცეკვები | 9 და 11 თებერვალი;
  • საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები - გუნდური შეჯიბრება | 6-8 თებერვალი.

სამთო თხილამურობა:

  • ნინო წიკლაური - 15 და 18 თებერვალი;
  • ლუკა ბუჩუკური - 14 და 16 თებერვალი.

„საქართველოს ბანკი“ ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი.

(R)

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს