განათლების სამინისტროში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს ხვდებიან

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს ხვდებიან.

შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხზე იმსჯელებენ.

მანამდე, მიმდინარე კვირაში, ორივე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, ზვიად გაბისონიას შეხვდნენ.

სამინისტროში შეხვედრის დაწყებამდე უნივერსიტეტების რექტორებსა და განათლების მინისტრს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

აღნიშნული შეხვედრის პარალელურად, განათლების სამინისტროს შენობასთან სტუდენტების აქცია მიმდინარეობს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს