სახალხო დამცველმა თბილისში მდებარე მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრი და თავშესაფარი და შშმ პირთა დღის ცენტრი მოინახულა

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თბილისში მდებარე მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრი და თავშესაფარი, ასევე შშმ პირთა დღის ცენტრი მოინახულა, სადაც, მათ შორის, აუტიზმის მქონე პირები იღებენ მომსახურებას. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახალხო დამცველი გაეცნო დაწესებულებების ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას, შეხვდა დაწესებულებების თანამშრომლებს და მათგან სერვისების მიწოდების პროცესში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ მოისმინა; განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბენეფიციარებისთვის მიწოდებული სერვისების ხარისხზე და მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინების მნიშვნელობაზე.

„საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აუცილებელია, როგორც მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრისა და თავშესაფრის სერვისის მიმღებ ბავშვებზე, ასევე შშმ პირთა დღის ცენტრის ბენეფიციარებზე ორიენტირებული სერვისების გაუმჯობესება და გაფართოება. ამასთან, საჭიროა, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები 18 წლის და უფროსი ასაკის აუტიზმის მქონე პირებისთვის როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე სერვისების დასანერგად.

მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესება და ადამიანური რესურსების გაძლიერება, რაც განსაკუთრებულ როლს შეასრულებს სერვისების მიმღებთა უფლებების დაცვისა და რეალიზების კუთხით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები