ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს წარადგენს, რომელიც ენერგეტიკას, მრეწველობასა და ბანკებს შეეხება

ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს წარადგენს, რომელიც შეეხება ენერგეტიკას, მრეწველობასა და ბანკებს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.

„რუსეთი აგრძელებს დიპლომატიაზე რაკეტებით პასუხის გაცემას. მზად ვართ ეს არჩევანი მტკივნეულად ძვირი გავხადოთ.

დღეს სანქციების მე-20 პაკეტს წარმოვადგენთ…

მოსკოვი უძლეველი არ არის. ბრძოლის ველზე მისი არმია წინ ვერ იწევს. სახლში, მისი ეკონომიკა იმსხვრევა.

ჩვენს პარტნიორებთან ერთად მეტ ზეწოლასა და უკრაინისთვის გაზრდილ სამხედრო დახმარებას შეუძლია ეს ომი შეამოკლოს.

რუსეთის ომის მანქანა ენერგორესურსების გაყიდვით ცოცხლობს. ისინი უნდა ჩავწყვიტოთ.

წინადადებით გამოვდივართ, ათობით კომპანია დასანქცირდეს რუსეთის ენერგეტიკის სექტორში, ისევე როგორც რუსეთსა და საზღვარგარეთ მდებარე კომპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ მისი „ჩრდილოვანი ფლოტის“ ოპერირებას, მათ შორის საპორტო ტერმინალები, და პარალელურად 40-ზე მეტ გემს დავამატებთ ჩვენს სიაში… ვაპირებთ ნავთობის ფასის ზედა ზღვარზე წესების შეცვლას, რათა შესაძლო გახდეს საზღვაო სერვისების მომავალში სრულიად აკრძალვა.

რუსეთის ომი მის სამხედრო ქარხნებში იწყება. რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზისა და საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვების დამსხვრევა ამის მიღწევის საშუალებაა. რუსეთისა და მესამე ქვეყნებში მდებარე 40-ზე მეტი კომპანიის „სრულფასოვნად დასანქცირების“ წინადადებაა, რათა უფრო მეტად გაწყდეს რუსეთის წარმოების ხაზები…

ომები სრულდება, როდესაც ერთ მხარეს ფული უმთავრდება. მოსკოვში ფულის დინების გაწყვეტა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბრძოლის შესაჩერებლად.

ტრანზაქციული აკრძალვების წინაშე მეტი ბანკი აღმოჩნდება, რომლებიც კრემლს კვებავენ როგორც რუსეთში, ასევე მესამე ქვეყნებში. ყველას შეუწყდება SWIFT-ზე წვდომა.

ასევე ავკრძალავთ რუსეთის ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტას, მეტ ზომებს მივიღებთ კრიპტოვალუტების მხრივ და ავკრძალავთ რუსული კრიპტოსაშუალებების სერვისების მიმწოდებლებთან ინტერაქციებს“, - წერს კალასი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა