ჯაბა სამუშია - რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ამ შეხვედრაზე არ მიგვიღია -  დიალოგი გაგრძელდება

რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ამ შეხვედრაზე არ მიგვიღია. დიალოგი გაგრძელდება, - ამის შესახებ თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ განათლების მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჯაბა სამუშიას თქმით, თსუ-ს მხრიდან მინისტრს გადასცეს ის პოზიცია, რაც აქვს თსუ-ს და მის არჩევით ორგანოებს.

„მინდა გითხრათ, რომ შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა, ძალიან ბევრი საკითხი დაისვა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენი მხრიდან, თსუ-ს მხრიდან ბატონ მინისტრს გადავეცით ის პოზიცია, რაც აქვს თსუ-ს და მის არჩევით ორგანოებს, მხედველობაში მაქვს სენატი. რა თქმა უნდა, გამოითქვა სხვადასხვა პოზიცია. ერთი რამ, რაზეც შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ შევჯერდით ის არის, რომ დიალოგი აუცილებლად გაგრძელდება. რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ამ შეხვედრაზე არ მიგვიღია. დიალოგი გაგრძელდება და ვთვლით, რომ აუცილებელია ამ დიალოგში მონაწილე მხარეებმა და უპირველესად თსუ-მ და სტუ-მ, ერთობლივად მოამზადოს ის ხედვები, რომელი ხედვებიც დაედება საფუძვლად ამ პროცესს. დღეს ჩვენ ცალსახად აღვნიშნეთ, რომ ასეთი შეხვედრები მომავალ კვირასაც გაგრძელდეს“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს