ბათუმში 16 წლის ბიჭი ხიდიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა

ბათუმში, ბონის დასახლებაში არსებულ ბაზართან 16 წლის ბიჭი ხიდიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, ბიჭი ხიდზე თანატოლებთან ერთად იმყოფებოდა და ფოტოებს იღებდა, როდესაც გადავარდა, ხიდის ქვეშ სატვირთო მატარებლის ვაგონზე დაეცა და სავარაუდოდ, მაღალი ძაბვის შედეგად დაიღუპა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველის შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს