დავით გურგენიძე - ბატონი გივი მიქანაძისა და პრემიერისადმი ჩვენი თხოვნაა, შეიქმნას კოლეგიალური ჯგუფი ორივე უნივერსიტეტიდან, რომელიც იმსჯელებს თუ როგორი იქნება ეს რეფორმა, სად მივალთ და რას მოგვიტანს

ბატონი გივი მიქანაძისა და პრემიერ-მინისტრისადმი ჩვენი თხოვნაა, შეიქმნას კოლეგიალური ჯგუფი ორივე უნივერსიტეტიდან, რომელიც იმსჯელებს თუ როგორი იქნება ეს რეფორმა, სად მივალთ და რას მოგვიტანს, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ ჟურნალისტებთან განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მათ წინადადებები კონსტრუქციულად წაუყენეს, სთხოვეს და უთხრეს სად, რა პრობლემებია.

„ჩვენ ყველანი ერთად ვეთანხმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას რეფორმის შესახებ. დღეს ძალიან კომუნიკაბელური საუბარი იყო, ემოციებიც არის. მინისტრმა გააჟღერა ის გადაწყვეტილებები, რომელიც ტელევიზიითაც გააჟღერა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ის უთხრა, რა გადაწყვეტილებაც გუშინ ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა, სამეთვალყურეო, ფაკულტეტების და ინსტიტუტ-სამეცნიერო საბჭოებმა გააჟღერეს. იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში გაგრძელდება დიალოგი. ბატონი გივისადმი და პრემიერ-მინისტრისადმი ჩვენი თხოვნაა, შეიქმნას კოლეგიალური ჯგუფი ორივე უნივერსიტეტიდან, რომელიც იმსჯელებს თუ როგორი იქნება ეს რეფორმა, სად მივალთ და რას მოგვიტანს. ამ ჯგუფის გადაწყვეტილების შემდეგ უკვე ერთობლივად მიიღოს გადაწყვეტილება. [როდის შეიქმნება] ამას მინისტრი უახლოეს დღეებში მოგვახსენებს.

ჩვენ ჩვენი წინადადებები კონსტრუქციულად წავუყენეთ, ვთხოვეთ, ვუთხარით სად რა პრობლემებია, მათ ეს გაითვალისწინეს. ბატონი მინისტრი ალბათ თავის კომენტარს გააკეთებს და შემდგომში უკვე ისაუბრებს, გაიაზრებენ და შეჯერებული გადაწყვეტილება იქნება.

კომისიაში არ იყო ინჟინერი, რამაც ბევრი პრობლემა გამოიწვია, რაზეც მინისტრი დაგვეთანხმა. საინჟინრო დარგი სულ სხვა დარგია, ამიტომ ეს პრობლემა რომ აღმოიფხვრას, ამისთვის განვიხილეთ ცნობილი პრაქტიკოსები. მინისტრი ამას განიხილავს და გვექნება უკვე საუბარი“, - განაცხადა გურგენიძემ.

კითხვაზე, რა მოხდება თუ ეს დიალოგი კონსენსუსამდე ვერ მივა და ეს ორი უნივერსიტეტი მაინც გაერთიანდება, გურგენიძემ უპასუხა, რომ მას პრემიერ-მინისტრის დიდი იმედი აქვს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მივა. დიდი იმედი გვაქვს ჩვენი პრემიერ-მინისტრის, რომელიც თვითონ აკადემიური წრეებიდან არის და ის ინჟინრების ხმას გაიგებს“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა