აბას არაღჩი - აშშ-სა და ირანს შორის ომანში გამართული მოლაპარაკებები კარგი დასაწყისი იყო და გაგრძელდება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, აშშ-სთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები, ომანის შუამავლობით, კარგი დასაწყისი იყო და გაგრძელდება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ეს მოლაპარაკებების კარგი დასაწყისი იყო და მოლაპარაკებების გაგრძელებასთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობს. კოორდინაცია, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესი, დედაქალაქებში გადაწყდება. თუ ეს პროცესი გაგრძელდება, ვფიქრობ, ურთიერთგაგების კარგ ჩარჩოს მივაღწევთ“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ამასთან, მისი თქმით, ნებისმიერი დიალოგი მოითხოვს მუქარისა და ზეწოლისგან თავის შეკავებას.

„თეირანი მხოლოდ ბირთვულ საკითხს განიხილავს. ჩვენ აშშ-სთან სხვა საკითხებს არ განვიხილავთ“, - აღნიშნა აბას არაღჩიმ.

ამასთან, მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულმა დიპლომატმა Reuters-ს განუცხადა, რომ ირანმა აშშ-სთან მოლაპარაკებების დროს დაჟინებით მოითხოვა ურანის გამდიდრების უფლება და რომ თეირანის სარაკეტო შესაძლებლობების საკითხი არ განხილულა.

ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბადრ ალ-ბუსაიდიმ, განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ძალიან სერიოზული იყო და შედეგები თეირანსა და ვაშინგტონში ყურადღებით უნდა განიხილონ. მისი თქმით, მიზანი მოლაპარაკებების დროულად განახლებაა.

ამასთან, მიმდინარე მოლაპარაკებების მიუხედავად, შეერთებულმა შტატებმა პარასკევს გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებს 15 ორგანიზაციას და ჩრდილოვანი ფლოტის 14 გემს, რომლებიც დაკავშირებულია ირანის ნავთობით, ნავთობპროდუქტებითა და პეტროქიმიური პროდუქტებით უკანონო ვაჭრობასთან.

ცნობისთვის, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ომანის დედაქალაქ მასკატში გუშინ გაიმართა. მოლაპარაკებებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი მონაწილეობდნენ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა