მიხეილ ყაველაშვილი იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას სახელით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო

მიხეილ ყაველაშვილი, იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას სახელით გამართულ საზეიმო მიღებას მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად დაესწრო.

ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დამსწრე უცხო სახელმწიფოების მეთაურების პატივსაცემად გამართულ საზეიმო მიღებას, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ესწრებოდა.

ღონისძიება პალაცო რეალეში გაიმართა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს