ირაკლი კობახიძე - უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმის საქართველოში გამართვა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო მყარად იმკვიდრებს ადგილს რეგიონულ საინვესტიციო რუკაზე

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელიც ეძღვნება უძრავი ქონების საკითხებს და საქართველოში ამ საერთაშორისო ფორუმის გამართვა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო მყარად იმკვიდრებს ადგილს რეგიონულ საინვესტიციო რუკაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად სერიოზული გლობალური და რეგიონული სირთულეებისა, საქართველომ შეძლო ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება და საქართველოს მთავრობა ამ ტენდენციის შენარჩუნებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა ძალიან სერიოზული გლობალური, რეგიონული სირთულეები, საქართველომ შეძლო ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. გასული 5 წლის განმავლობაში, საქართველომ დაიკავა პირველი ადგილი ევროპის კონტინენტზე და რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. 2021-2025 წლებში, ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 9.3%-ს მიაღწია. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ეს არის ნომერ პირველი მაჩვენებელი ჩვენს კონტინენტზე. ასევე, მოხარულნი ვართ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ექნება ასევე პირველი ადგილი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საშუალოვადიან პერსპექტივაში რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის. ჩვენი ვალია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჩამოყალიბებული ტენდენციის შენარჩუნებას და ამისათვის საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს“, - განაცხადა პრემიერმა.

გარდა ამისა, კობახიძის თქმით, „უძრავი ქონების სექტორს ეკონომიკურ ზრდაში უკავია განსაკუთრებული ადგილი და გასულ წელს უძრავი ქონების სექტორში ეკონომიკურმა რეალურმა ზრდამ 10 პროცენტს გადააჭარბა“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიმართულებით.

„ამ ყველაფერს ხელს უწყობს ის საერთო გარემო, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში, გვაქვს სათანადო საინვესტიციო გარემო, გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, გვაქვს დაბალი გადასახადები, რაც ბუნებრივია, ქმნის სტიმულს საქართველოში ეკონომიკური აქტივობისთვის და კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული მოწინავე ქვეყანა ამ მაჩვენებლით. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე რეგიონში და წინ ვუსწრებთ ევროკავშირის 10-მდე ქვეყანას. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ხელს უწყობს სათანადო გარემოს შენარჩუნებას ჩვენს ქვეყანაში. ასევე საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს უკავია მაღალი ადგილი. გამოვყოფდი მსოფლიო ბანკის რეიტინგს ბიზნესისთვის მზაობა, ე.წ. B-READY, სადაც საქართველოს არის ერთ-ერთი ლიდერი და მსოფლიოს 101 ქვეყანას შორის იკავებს მეოთხე ადგილს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საერთო ტენდენციები, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, პირდაპირ პროპორციულად აისახება უძრავი ქონების სექტორის დინამიკაზე.

„ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორი ჩვენს ეკონომიკაში, რომელიც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას. ასევე ეს სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. ცალკე მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი, რომლის განხორციელება დაწყებულია ჩვენს ქვეყანაში, ეს არის უმსხვილესი დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ის უპრეცედენტო საინვესტიციო პროექტი, რომლის საერთო მოცულობა არის 6,6 მილიარდი დოლარი. ასეთი მასშტაბური ინვესტორის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში ადასტურებს საერთო ნდობას ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ და იმ გარემოს მიმართ, რომელიც არის საქართველოში ჩამოყალიბებული. მარტო ეს კონკრეტული ინვესტიცია დაახლოებით 11 მილიარდი ლარით გაამდიდრებს საქართველოს ეკონომიკას, რაც მის მასშტაბებზე თავისთავად მეტყველებს.

გვაქვს მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ საქართველოს დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, რისთვისაც დიდი ინვესტიციები იდება. დაგეგმილია მასშტაბური მშენებლობები ამ მიმართულებით. ესეც რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის მეტად დაჩქარებას. მინდა, კიდევ ერთხელ გისურვოთ ნაყოფიერი დისკუსიები. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ამ ფორუმის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნესასოციაციას და ფორუმის თითოეულ ორგანიზატორს, ამ ფორუმის ორგანიზებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ფორუმი ხელს შეუწყობს საქართველოში ეკონომიკური აქტივობის კიდევ უფრო მეტად ზრდას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა