დენის შმიგალი - რუსეთმა უკრაინის ელექტროქსელზე მასშტაბური შეტევა განახორციელა

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, 7 თებერვლის ღამეს რუსეთის თავდასხმის ქვეშ მოჰყვა ქვესადგურები და 750 კვ და 330 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები.

გარდა ამისა, მისი თქმით, რუსებმა ასევე დაარტყეს ბურშტინისა და დობროტვირის თბოელექტროსადგურებს.

„ქვესადგურები და 750 კვ და 330 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები თავდასხმის ქვეშ მოექცა - უკრაინის ელექტროქსელის საყრდენი. ატომური ელექტროსადგურის ბლოკები პერსონალმა გადატვირთა. ამ დროისთვის, უკრაინის მასშტაბით საგანგებო გათიშვის 4.5-5 ეტაპიანი გრაფიკია გამოყენებული, ხოლო აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონებში - სპეციალური საგანგებო გათიშვის გრაფიკები“, - აღნიშნა შმიგალმა.

მინისტრის თქმით, „უკრენერგოს“ დისპეტჩერმა პოლონეთიდან საგანგებო დახმარების მოთხოვნის საკითხი გაააქტიურა.

ცნობისთვის, 7 თებერვლის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელეს. კერძოდ, დაიბომბა ხმელნიცკის, როვნოს, ტერნოპოლის, ივანო-ფრანკოვსკის და ლვოვის ოლქები.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს