ირაკლი კობახიძე - გვაქვს კონსტიტუციური ინტერესი, რომ დაცული იყოს კონსტიტუციური სისტემა, თუ ამ კუთხით გამოწვევებია, კანონმდებლობამ უნდა იზრუნოს პრობლემების მოგვარებაზე - ჩემი სურვილია, პარლამენტმა რაც შეიძლება მალე მიიღოს შესაბამისი კანონი

ჩვენ ჩვენი კონსტიტუციური ინტერესი გვაქვს და კანონმდებლობამ უნდა იზრუნოს შესაბამისი პრობლემების მოგვარებაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველოში სათანადოდ ფუნქციონირებდეს კონსტიტუციური სისტემა.

„რაც შეეხება არაღიარების თემას, ჩვენ გვაქვს ჩვენი კონსტიტუციური ინტერესი, რომ დაცული იყოს კონსტიტუციური სისტემა. თუ ამ კუთხით არის გამოწვევები, ბუნებრივია, კანონმდებლობამ უნდა იზრუნოს შესაბამისი პრობლემების მოგვარებაზე და, ამ კუთხით, მე მოვუწოდებდი საქართველოს პარლამენტს, რომ მიიღოს შესაბამისი კანონი, რომელიც ამ პრობლემას დაუპირისპირდება. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველოში სათანადოდ ფუნქციონირებდეს კონსტიტუციური სისტემა. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ პარლამენტმა რაც შეიძლება მალე მიიღოს ეს კანონი, დანარჩენი არის პარლამენტის გადასაწყვეტი“,- განაცხადა პრემიერმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს