პრემიერი - გაცხადებული გვაქვს  მკაფიო სურვილი,  განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება ორივე მხარის ინტერესები - მოთმინებით ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს

ჩვენ გვაქვს გაცხადებული ძალიან მკაფიო სურვილი, რომ განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მილანში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ, ჯეი დი ვენსს შორის გამართულ საუბარს.

პრემიერის განმარტებით, საქართველოს აქვს გაცხადებული მკაფიო სურვილი აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის განახლების.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს კომუნიკაცია შედგა. ჩვენ გვაქვს გაცხადებული ძალიან მკაფიო სურვილი, რომ განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გვინდა, ეს პარტნიორობა განახლდეს სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება ორივე მხარის ინტერესები და პრინციპები. ჩვენ მოთმინებით ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს ამ მიმართულებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა