კახა კალაძე ევროკავშირის პრიზზე ჟურნალისტიკაში -  აქამდეც ვამბობდით, რომ ძალადობრივ ჯგუფებს პირდაპირ ქვეყნის გარედან ახალისებდნენ - ნახეთ, აშშ-ში ან ევროპის ქვეყნებში პოლიციელები როგორ ეპყრობიან მოძალადეებს, ჩვენთან კი, ძალადობრივ ჯგუფებს ახალისებენ

არაერთი განცხადება გაგვიკეთებია, რომ ქვეყანაში ძალადობრივ ჯგუფებს პირდაპირ გარედან ახალისებდნენ,- ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2025“-ის ერთ-ერთ ნომინაციაში ონლაინ გამოცემა „პუბლიკისთვის“ პრიზის მინიჭების საკითხს.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო პერიოდში მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებს ქვეყნის გარედან ახალისებენ, რაც ძალიან მძიმე და წარმოუდგენელი ფაქტია.

„ჩვენ არაერთი განცხადება გაგვიკეთებია, რომ ქვეყანაში ძალადობრივ ჯგუფებს პირდაპირ გარედან ახალისებდნენ. ამაში ჩართულნი იყვნენ ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები, სხვადასხვა თანამდებობის პირები, ელჩები, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ მაშინაც ვაცხადებდით, რომ არავის დაუგმია აღნიშნული ძალადობა, პირიქით მუდმივად ახალისებდნენ. ნახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროპის ქვეყნებში პოლიციელები როგორ ეპყრობიან მოძალადეებს, ვინც ანგრევენ, ამტვრევენ, ძალადობენ პოლიციელებზე და მათ შესაბამის პასუხს სცემენ. ჩვენთან კი, ძალადობრივ ჯგუფებს ახალისებენ, რაც ძალიან მძიმე და წარმოუდგენელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა