ვოლოდიმირ ზელენსკი - მოსკოვს უნდა წაერთვას სიცივის უკრაინის წინააღმდეგ ბერკეტად გამოყენების შესაძლებლობა, ამისთვის საჭიროა რაკეტები Patriot-ისთვის, NASAMS-ისთვის და სხვა სისტემებისთვის

რუსეთმა წუხელ უკრაინაზე თავდასხმა 400-ზე მეტი დრონით და სხვადასხვა ტიპის დაახლოებით 40-მდე რაკეტით განახორციელა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი ინფორმაციით, ყველგან, სადაც უსაფრთხოების სიტუაცია საშუალებას იძლევა, რუსული დარტყმების ადგილებში სამაშველო და სარემონტო ოპერაციები გრძელდება. ზელენსკის განცხადებით, რუსების მთავარი სამიზნეები იყო ენერგოსისტემა, გენერაციის ობიექტები და გამანაწილებელი ქვესადგურები. ზიანი დაფიქსირდა ვოლინის, ივანო-ფრანკოვსკის, ლვოვის და როვნოს ოლქებში.

როვნოში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი. ვინიცის ოლქის ლადიჟინში დრონებით დარტყმა განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის ადმინისტრაციულ შენობაზე. ასევე დარტყმები განხორციელდა კიევისა და ხარკოვის ოლქებში.

„რუსეთს ყოველდღე შეუძლია აირჩიოს რეალური დიპლომატია, მაგრამ ის ახალ დარტყმებს ირჩევს. უმნიშვნელოვანესია, რომ ყველამ, ვინც მხარს უჭერს სამმხრივ მოლაპარაკებებს, ამაზე რეაგირება მოახდინოს. მოსკოვს უნდა წაერთვას სიცივის უკრაინის წინააღმდეგ ბერკეტად გამოყენების შესაძლებლობა. ამისთვის საჭიროა რაკეტები Patriot-ისთვის, NASAMS-ისთვის და სხვა სისტემებისთვის. ყოველი მოწოდებული ტვირთი გვეხმარება ამ ზამთრის გადატანაში. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, ვისაც ეს ესმის და გულწრფელად გვეხმარება“, - წერს ზელენსკი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა