მიხეილ ყაველაშვილი - გავესაუბრეთ ჯეი დი ვენსს და მარკო რუბიოს, ძალიან თბილი შეხვედრა იყო, ვიცე-პრეზიდენტმა პატრიარქიც ახსენა - კარგი სიტყვები არ დაიშურა

გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს - ხაზი გაესვა ჩვენს საერთო ღირებულებებს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ურთიერთობები მომდევნო წლებში გაგრძელდება დინამიკურად, როგორც ამ თბილი შეხვედრის შემდეგ

იყო, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომელიც მილანში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ფარგლებში იმყოფება.

მისი თქმით, შესაძლებლობა ჰქონდათ გასაუბრებოდნენ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვანსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს.

„პირველი დღე, როცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიღებას დავესწარით, აღვნიშნე კიდევაც, რომ ბევრი ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა. სწორედ ამისთვის იყო ეს ვახშამი ორგანიზებული, რომ ჩვენ გვქონოდა ერთმანეთთან გასაუბრების საშუალება და ამ ფორმატში, გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავსაუბრებოდით ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვანსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს. ძალიან თბილი შეხვედრა [იყო]. იცით, რომ არსებული ადმინისტრაცია იმ ღირებულებით ნაწილში, რომელსაც ჩვენ უკვე წლებია ვადგავართ, ეროვნულ ინტერესზე, ოჯახურ ღირებულებებზე... სხვათა შორის, აღნიშნა ქრისტიანული, ისტორიული საკითხები - ჩვენი ქვეყნის ასეთი დამოკიდებულება იცოდა ვიცე-პრეზიდენტმა და საკმაოდ კარგი სიტყვები არ დაიშურა. ჩვენი პატრიარქიც ახსენა, სხვათა შორის და ასეთი თბილი, კარგი ურთიერთობა გვქონდა. ხაზი გაესვა ჩვენს საერთო ღირებულებებს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ურთიერთობები მომდევნო წლებში გაგრძელდება დინამიკურად, როგორც ამ თბილი შეხვედრის შემდეგ დარჩა შთაბეჭდილებები ერთმანეთის მიმართ”, -განაცხადა ყაველაშვილმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა