ისლამაბადში, მეჩეთში განხორციელებულ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

პაკისტანის დედაქალაქში, შიიტურ მეჩეთში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რეგიონულმა დაჯგუფებამ პაკისტანის „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

დაჯგუფებაში აცხადებენ, რომ პაკისტანელ შიიტებს ლეგიტიმურ სამიზნეებად მიიჩნევენ და რომ ისინი სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლ შიიტ მებრძოლებს რეკრუტებს უგზავნიან.

შეგახსენებთ, გუშინ ისლამაბადში, შიიტურ მეჩეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა აფეთქება განახორციელა, რის შედეგადაც 31 ადამიანი დაიღუპა და 169 დაიჭრა. პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელი პაკისტანის მოქალაქე იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ ავღანეთში იმყოფებოდა. ხელისუფლების ცნობით, ისლამაბადსა და პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ღამის რეიდების დროს რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს, მათ შორის თავდამსხმელის ძმა, დედა და სხვა ნათესავები.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს