აბას არაღჩი - აშშ-ის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენი სამიზნე რეგიონში განლაგებული ამერიკული ძალები იქნებიან და არა რეგიონის ქვეყნები

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ირანი და შეერთებული შტატები მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩატარებაზე შეთანხმდნენ, თუმცა თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.

Al Jazeera-სთან ინტერვიუში, კითხვაზე, არსებობს თუ არა აშშ-სთან ომის შესაძლებლობა, არაღჩიმ უპასუხა, რომ შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ ირანი მზად არის როგორც მშვიდობისთვის, ასევე ომისთვის.

„ამერიკელებს და რეგიონის ქვეყნებს ვეუბნებით, რომ [აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში] ჩვენი სამიზნე იქნება რეგიონში განლაგებული ამერიკული ძალები და არა რეგიონის ქვეყნები - და ამათ შორის განსხვავებაა“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ორ მხარეს შორის ნდობის საკითხს და განაცხადა, რომ გასული წლის ომის გამო, ნდობის აღდგენისთვის ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს