მიხეილ სააკაშვილი ჯეი დი ვენსს -  ჩვენ, საქართველოში მყოფ პოლიტიკურ პატიმრებს, იმედის სხივი გაგვიჩნდა მას შემდეგ, რაც თქვენმა ადმინისტრაციამ ბელარუსში პოლიტპატიმრები გაათავისუფლა, მინდა გთხოვოთ, ყურადღება მიაქციოთ ჩვენს მდგომარეობას

ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, თქვენ სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოდან ორს სტუმრობთ, მესამე, საქართველო, უფრო ფართო რეგიონის უდავო ლიდერი იყო - ჩვენ, საქართველოში მყოფ პოლიტიკურ პატიმრებს, იმედის სხივი გაგვიჩნდა მას შემდეგ, რაც თქვენმა ადმინისტრაციამ ბელარუსში პოლიტპატიმრები გაათავისუფლა, მინდა გთხოვოთ, ყურადღება მიაქციოთ ჩვენს მდგომარეობას და დაეხმაროთ საქართველოს დემოკრატიას,- ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ღია წერილში, რომელიც მის „ფეისბუქზე“ გავრცელდა.

სააკაშვილის თქმით, როდესაც მოისმინა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჯეი დი ვენსის გამოსვლა იმის შესახებ, რომ „ოპოზიციის ლიდერები არ უნდა დააპატიმრონ“, იფიქრა, რომ იმედი არსებობს.

ძვირფასო ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, მე ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის უდიდესი ოდესის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი და ამჟამად, ნომინალურად, კვლავ ზელენსკის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი.

მე თქვენი დიდი თაყვანისმცემელი ვარ, რადგან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რამდენიმე წლის წინ წაკითხულმა წიგნმა „ჰილბილის ელეგიამ“, ახლახანს კი ვუყურე ფილმს ერთი პატიმრისთვის განკუთვნილ ჩემს საკანში და კიდევ უფრო ემოციურად განვეწყვე.

თქვენ ხართ ახალგაზრდა, ენერგიული და ღრმა რწმენის ადამიანი. ყველაფერი, რისკენაც ვისწრაფოდი 2004 წელს, როდესაც ევროპის ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოს მეთაურად ამირჩიეს.

როდესაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მოვისმინე, ის რაც თქვით და ხაზი გაუსვით, რომ ოპოზიციის ლიდერები არ უნდა დააპატიმრონ, მაშინვე გავიფიქრე, რომ იმედი არსებობს ჩემთვის, ისევე როგორც საქართველოში ყველა სხვა ოპოზიციური ლიდერისთვის, რომლებიც ან ციხეში არიან, ან სასამართლოში, ციხისკენ მიმავალ გზაზე.

საქართველოს მართავს ოლიგარქი, რომელმაც საქართველო მეზობლებისგან, დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირებული გახადა. მისი მთავარი იდეოლოგი რეგულარულად აქვეყნებს მანიფესტებს, რომლებშიც თქვენს ადმინისტრაციას „დიფ სთეითის“ ნაწილად მოიხსენიებს და ივანიშვილის მიმართ მტრულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.

ჩემ წინააღმდეგ წაყენებული უახლესი ბრალდება, რომელიც დამატებით რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ეფუძნება ჩემს Facebook პოსტს, რომელშიც გამოვთქვამდი სურვილს, გადამეღო „სელფი“ ზვიგენთან ივანიშვილის კერძო აკვარიუმიდან, რასაც ოლიგარქის პროკურორები 2024 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ ძალადობის წაქეზებად მიიჩნევენ.

ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, თქვენ სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოდან ორს სტუმრობთ. მესამე, საქართველო, უფრო ფართო რეგიონის უდავო ლიდერი იყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, აღფრთოვანებულები ვართ სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ მიღწეული პროგრესით.

2012 წელს დონალდ ტრამპმა ჩვენს სანაპირო ქალაქ ბათუმში „ტრამპ თაუერის“ პროექტი წამოიწყო. პროექტი, რომელიც ივანიშვილმა არჩევნების შედეგად ხელისუფლების მშვიდობიანად ჩაბარებისთანავე გააუქმა. 2012 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა ჩვენზე თქვა: „ამ კაცმა ყველაზე საოცარი სამუშაო შეასრულა და ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს გონებრივი ძალა ჩვენს დიდებულ ქვეყანაში“.

ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ჩვენ, საქართველოში მყოფ პოლიტიკურ პატიმრებს, იმედის სხივი გაგვიჩნდა მას შემდეგ, რაც თქვენმა ადმინისტრაციამ ბელარუსში პოლიტპატიმრები გაათავისუფლა. მინდა გთხოვოთ, ყურადღება მიაქციოთ ჩვენს მდგომარეობას და დაეხმაროთ საქართველოს დემოკრატიას“, - წერს სააკაშვილი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა