ვიქტორ ორბანი - უკრაინა ჩვენი მტერია

უკრაინა ჩვენი მტერია,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ქალაქ სომბატჰეიში გამართულ „ომის საწინააღმდეგო მიტინგზე” განაცხადა.

ორბანის თქმით, უკრაინა მუდმივად მოითხოვს, რომ ბრიუსელმა უნგრეთი იაფ რუსულ ენერგორესურსებისგან ჩამოაშოროს, რაც უნგრელებისთვის მაღალი კომუნალური გადასახადების საფრთხეს ქმნის.

„ნებისმიერი, ვინც ამას ამბობს, უნგრეთის მტერია, ასე რომ, უკრაინა ჩვენი მტერია,” - განაცხადა ორბანმა.

მისი თქმით, უნგრელებს უკრაინელებთან „არც სამხედრო და არც ეკონომიკური თანამშრომლობა არ უნდა უნდოდეთ, ვინაიდან ისინი ომში ჩაითრევენ“.

ამავდროულად, ორბანის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა უნგრეთის მეზობელია, მასთან თანამშრომლობა საჭირო იქნება, მაგრამ „ევროკავშირის წევრობის მინიჭება კიევისთვის არ შეიძლება“.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს