პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

რუსთაველს გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეების ლოზუნგით - „დაიცავი განათლება“ მარშის მონაწილეებიც შეუერთდნენ.

ისინი თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ მსვლელობა მოაწყვეს.

აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზის ერთი ნახევარი აქვთ დაკავებული. მათ საკანონმდებლო ორგანოსთან საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები გაშალეს.

როგორც ისინი აცხადებენ, ეს ემსახურება იმის ჩვენებას, რომ ამერიკა არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა.

უწყვეტი პროტესტი პარლამენტთან 437-ე დღეა მიმდინარეობს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს