რუსული მედია - მოსკოვში რუს გენერალზე თავდამსხმელი დააკავეს

„ეფ-ეს-ბემ“ მოსკოვში რუს გენერალზე თავდამსხმელი დააკავა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევზე თავდასხმის უშუალო შემსრულებელი, 1960 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე ლიუბომირ კორბა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თანამშრომლობის შედეგად დუბაიში დააკავეს და მოსკოვს გადასცეს.

ასევე, უწყებაში აღნიშნეს, რომ გამოძიების შედეგად თავდასხმის თანამონაწილეებიც გამოავლინეს.

„რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევის მკვლელობის მცდელობის საქმის ფარგლებში, დანაშაულში მონაწილეები გამოავლინა: რუსეთის მოქალაქეები - 1959 წელს დაბადებული ვიქტორ ვასინი და 1971 წელს დაბადებული ზინაიდა სერებრიცკაია, რომელიც უკრაინაში გაიქცა“, - აცხადებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური.

შეგახსენებთ, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევს მოსკოვში 6 თებერვალს საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. დაჭრილი გენერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გენერალს გამოჯანმრთელება უსურვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გენერალ ალექსეევის მკვლელობის მცდელობაში უკრაინა დაადანაშაულა, რაც, მისი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების საბოტაჟს ისახავდა მიზნად.

ლავროვის განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კიევს თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა