ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსეთისთვის გადასაცემად დრონებისა და რაკეტების კომპონენტებს ამზადებენ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა იმ კომპანიებს, რომლებიც რუსეთისთვის გადასაცემად დრონებისა და რაკეტების კომპონენტებს ამზადებენ, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„შაბათს ღამით, რუსეთმა უკრაინაზე კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, 400-ზე მეტი დრონითა და სხვადასხვა ტიპის 40-მდე რაკეტით. ამ შეიარაღების წარმოება შეუძლებელია კრიტიკული უცხოური კომპონენტების გარეშე, რომლებსაც რუსები სანქციების გვერდის ავლით კვლავ იღებენ. მსგავსი კომპანიების, კერძოდ, კომპონენტების მიმწოდებელი და რაკეტებისა და დრონების მწარმოებელი კომპანიების წინააღმდეგ ახალ სანქციებს ვაწესებთ“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ასევე, ზელენსკის ცნობით, რუსეთის ფინანსური სექტორის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა.

„სია მოიცავს იმ კომპანიებს, რომელთა მეშვეობითაც რუსული რაკეტებისა და დრონების წარმოებაში გამოყენებული კომპონენტების მიწოდებისთვის თანხების გადახდა ხდება. ასევე, სანქციები დაწესდა იმ სააგენტოების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის კრიპტო ბაზარსა და მაინინგის ოპერაციებს მხარს უჭერენ. აღნიშნული გადაწყვეტილებების ნაწილი ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში შევა, რომელიც დასკვნით ეტაპზეა“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს