პორტუგალიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

პორტუგალიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სოციალისტური პარტიის კანდიდატი ანტონიო ხოსე სეგურო მემარჯვენე პოპულისტური პარტიის, Chega-ს ლიდერს ანდრე ვენტურას უპირისპირდება.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სეგურომ ხმების 31.1% მიიღო, ხოლო ვენტურამ ხმების 23.5%.

ცნობისთვის, ეს 40 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც პორტუგალიაში პრეზიდენტის ასარჩევად მეორე ტური გახდა საჭირო.

პორტუგალიაში პრეზიდენტის თანამდებობა, ძირითადად, ცერემონიალური ხასიათისაა, თუმცა მას რამდენიმე მნიშვნელოვანი უფლებამოსილებაც აქვს, მათ შორის, ზოგიერთ შემთხვევაში, პარლამენტის დათხოვნის, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის და კანონმდებლობაზე ვეტოს დადების.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს