ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ურანის გამდიდრების პროგრამას არ შევწყვეტთ, თუნდაც თავს ომი მოგვახვიონ - არავის აქვს უფლება, გვიბრძანოს, როგორ მოვიქცეთ

ურანის გამდიდრების პროგრამას არ შევწყვეტთ, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

„ირანმა თავისი მშვიდობიანი ბირთვული პროგრამისა და ურანის გამდიდრებისთვის ძალიან დიდი საფასური გადაიხადა. რატომ ვამბობთ უარს ურანის გამდიდრების დათმობაზე, მაშინაც კი, თუნდაც თავს ომი მოგვახვიონ? იმიტომ რომ, არავის აქვს უფლება, გვიბრძანოს, როგორ მოვიქცეთ“, - განაცხადა არაღჩიმ.

ასევე, მისი თქმით, აშშ-ის მიერ სპარსეთის ყურეში ავიამზიდების განლაგება ირანს არ აშინებს.

„მათ მიერ რეგიონში სამხედროების განლაგება არ გვაშინებს“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ომანში აშშ-ის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩატარებაზე შეთანხმდნენ.

ასევე, არაღჩიმ აღნიშნა, რომ აშშ-სთან ომის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ ირანი მზად არის როგორც მშვიდობისთვის, ასევე ომისთვის.

„ამერიკელებს და რეგიონის ქვეყნებს ვეუბნებით, რომ [აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში] ჩვენი სამიზნე იქნება რეგიონში განლაგებული ამერიკული ძალები და არა რეგიონის ქვეყნები - და ამათ შორის განსხვავებაა“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა