ევროკომისიის კვლევა - ანაკლიას შეუძლია საქართველოს საზღვაო შესაძლებლობები და შუა დერეფანში მისი როლი მნიშვნელოვნად გააფართოოს

ჩინეთიდან ევროპისკენ გზაზე საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს, - ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის საკითხების გენერალური დირექტორატის კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის ფარგლებში ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) გაფართოების ფარგლებში ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

„პორტის პროექტი ძალიან პოლიტიკურია და ამჟამად China Communication Construction Company-ის (CCCC) ხელმძღვანელობით ხორციელდება. თუმცა, მისი განხორციელების შემთხვევაში, ანაკლიას შეუძლია საქართველოს საზღვაო შესაძლებლობები და შუა დერეფანში მისი როლი მნიშვნელოვნად გააფართოოს“, - ნათქვამია კვლევაში.

ასევე, კვლევაში საუბარია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის შესახებაც.

„ენერგეტიკული ბაზრების დაკავშირების მიმართულებით მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯი იქნება საქართველოსა და რუმინეთს შორის დაგეგმილი წყალქვეშა ელექტროსადენის პროექტი“, - წერია დოკუმენტში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში, ბათუმისა და ფოთის პორტების მოდერნიზაციას, ასევე ანაკლიას ღრმაწყლოვანი პორტის აღდგენას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რათა წყალქვეშა კაბელისთვის და განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის საჭირო მძიმე აღჭურვილობის გადატანა და მართვა მოხერხდეს.

„რუმინეთში, ბულგარეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და უზბეკეთში განახლებადი ენერგიის მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს. თუმცა, მოკლევადიან პერსპექტივაში, არსებული გაზმომარაგების დივერსიფიკაცია ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში ჩამოთვლილია ის პროექტები, რომელთა განხორციელების რეკომენდაციას მსოფლიო ბანკი და ევროკომისია გასცემს, მათ შორის, ქუთაისის შემოვლითი გზა, ლოჯისტიკური ცენტრი ქუთაისში, კუმისის ლოჯისტიკური ცენტრი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სარკინიგზო დამაკავშირებელი გზა და ა.შ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა