ლევან ცუცქირიძე - განათლების რეფორმა არ არსებობს, არსებობს განათლების პოლიტიკური კონტროლისთვის დამორჩილების გეგმა, რომელსაც “ქართული ოცნება” ახორციელებს და რასაც ყველა უნდა შევეწინააღმდეგოთ

რეალურად, განათლების რეფორმა არ არსებობს - არსებობს განათლების პოლიტიკური კონტროლისთვის დამორჩილების გეგმა, რომელსაც “ქართული ოცნება” ახორციელებს - ეს არის ის, რასაც ყველა უნდა შევეწინააღმდეგოთ, - ამის შესახებ “თავისუფლების მოედნის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განათლების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს საერთო პრობლემა და საერთო საზრუნავია.

“რეალურად, განათლების რეფორმა არ არსებობს - არსებობს განათლების პოლიტიკური კონტროლისთვის დამორჩილების გეგმა, რომელსაც “ქართული ოცნება” ახორციელებს. ეს არის ის, რასაც ყველა უნდა შევეწინააღმდეგოთ. ეს ისეთი საკითხია, რომელსაც აღარ აქვს პარტიული განსხვავებები, პოლიტიკური გემოვნების საკითხი - ან გვექნება ნორმალური, თავისუფალი, ცივილიზებული განათლების სისტემა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილი იქნება, ან გვექნება იზოლირებული, პარტიული სკოლა. რა თქმა უნდა, ამას შევეწინააღმდეგებით ყველა - “თავისუფლების მოედანიც” და აკადემიური საზოგადოებაც. ეს საერთო პრობლემა და საერთო საზრუნავია”, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

კითხვაზე, რამდენად შედეგის მომტანი იქნება განათლების სამინისტროში მიმდინარე შეხვედრები, ცუცქირიძემ უპასუხა, რომ მისთვის რთულია ამის შეფასება, რადგან არ ენდობა “ქართულ ოცნებას”, რომელიც, მისი თქმით, “პათოლოგიური მატყუარაა”.

“რთულია ვთქვა, რადგან მე ამ ხალხის არანაირი ნდობა არ მაქვს. “ქართული ოცნება” პათოლოგიური მატყუარაა და ვერ ვიხსენებ შემთხვევას, როდესაც მან რაიმე პირობა დადო და შემდეგ სიტყვა არ გატეხა. მათი ნდობა არ შეიძლება და ასე ვუყურებ ამ პროცესს, ისინი უნდა ჩამოსცილდნენ ძალაუფლებას და ეს გადააჭრის ბევრ იმ პრობლემას, რომელიც გვაქვს”, - აღნიშნა ცუცქირიძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა