ანდრეი სიბიგა - ომის დასრულება მხოლოდ დონალდ ტრამპს შეუძლია - ამერიკელების მონაწილეობის გარეშე უსაფრთხოების არქიტექტურის არ მჯერა

ომის დასრულება მხოლოდ დონალდ ტრამპს შეუძლია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

ანდრეი სიბიგას შეფასებით, სამშვიდობო მოლაპარაკებებში წინსვლა შეინიშნება.

„ამ სამშვიდობო ძალისხმევის კონსოლიდაცია ან მობილიზაცია გვჭირდება და ჩვენ მზად ვართ ეს დავაჩქაროთ“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში მოსაგვარებელი რამდენიმე საკითხი რჩება.

„ყველაზე მგრძნობიარე და ყველაზე რთული საკითხები, რომელთა განხილვაც ლიდერების დონეზეა აუცილებელი“, - განაცხადა სიბიგამ.

სიბიგას ცნობით, აშშ-მა უკრაინას დაუდასტურა, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტის კონგრესში რატიფიცირებისთვის მზად არის.

„პირადად, ამ ეტაპზე, ამერიკელების მონაწილეობის გარეშე უსაფრთხოების არქიტექტურის არ მჯერა. ისინი ჩვენთან ერთად უნდა იყვნენ და ახლა ისინი პროცესში არიან. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს