მიხეილ ყაველაშვილი - მთელ ნეგატიურ პროცესს, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ხორციელდებოდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს, ალბათ, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება, რომ გაიწმინდოს და ურთიერთობები, როგორც შეეფერება ჩვენს ორ ქვეყანას, ისე აღდგეს

აღვნიშნეთ ჩვენი ურთიერთობის მნიშვნელობა, ის რომ ჩვენ ღია ვართ, ჩვენ გულწრფელები ვართ, რასაც მანამდე ვიძახდით ახლაც იგივეს ვიმეორებთ, ჩვენი ქვეყანა ამითაც ვართ გამორჩეული, რომ არ ვართ სხვისი პოზიციების და სხვისი მოლოდინის რეჟიმში, რომ ვინ რას იზამს და ამის მიხედვით ჩვენ ვიყოთ მოტივირებული. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენ გვაქვს ჩვენი გამოწვევები, ჩვენი ეროვნული ინტერესი, ჩვენი სხვადასხვა პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური საკითხები, რაზეც ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ ვმუშაობთ და ამას აფასებენ სწორედაც, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან საუბრის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ს წინა ადმინისტრაცია საქართველოში პოლიტიკური ამინდის შეცვლას ცდილობდა.

„ყველასთვის გასაგები რომ იყოს, ეს ურთიერთობები სწორედ ამ დიდი ნეგატივის გამო იყო აბსოლუტურად შეცვლილი და დაზიანებული, რა თქმა უნდა, ამას დრო სჭირდება მათი მხრიდან, თორემ ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული, ჩვენ არ შეგვიცვლია პოზიცია, რაც გვქონდა დამოკიდებულება და ვგრძნობდით კიდევაც, რომ ეს არ არის ის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც შენი კეთილის მსურველია, წინა ადმინისტრაციაზე ვსაუბრობ, რომელიც ასე უხეშად ერეოდა ჩვენს შიდა საქმეებში, ესე უხეშად ცდილობდა აქ პოლიტიკური ამინდის შეცვლას. ის ორგანიზაციები, რომელიც ამ ახალმა ადმინისტრაციამ გააუქმა USAID-ი და NED-ი, რომელიც პირდაპირ ავნებდნენ, სოროსის ფონდი, რომლისთვისაც პირდაპირ ბრძოლა აქვს გამოცხადებული აშშ-ს პრეზიდენტს. ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც პირდაპირ მტრობდნენ ჩვენს ხელისუფლებას და ჩვენს ქვეყანას. ამაში ხომ თანხვედრაა, ამას ხომ ვერავინ მოიგონებს. ესენი გადაკეთდნენ ახლა, ეს რადიკალური ფრთა, როგორც აუქნევენ დროშას და ხელს ისე მოქმედებენ - მაშინ ტრამპი იყო მათი მოწინააღმდეგე და თურმე რუსეთის კაცი, დღეს ტრამპი არის მათი მაშველი და ა.შ. ჩვენ ხომ ესე არ ვცხოვრობთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, იმ ნეგატივის გაანალიზებას და გაწმენდას, რომელიც აშშ-ს წინა ადმინისტრაციამ დატოვა დრო სჭირდება, იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობები.

„ეს არის მთავარი გაიაზროს ჩვენმა საზოგადოებამ, რომ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვცხოვრობთ, უბრალოდ როცა ნორმალურ ურთიერთობაზეა საუბარი, ჩვენ არ ვიყავით ამ საპასუხო რეჟიმში, რომ ჩვენ რაღაცა გვითხრეს და რატომ არ ვაკეთებთ და ა.შ. და ჩვენ უნდა გაგვეცა პასუხი, ეს პირიქით იყო, რომ მათ ეს დიდი ნეგატივი დახვდათ, წმენდენ ახლა ამ მთელ ნეგატივს, რომ ჩვენი ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს და ამ თვალსაზრისით, ჩემთვის ეს პასუხია, რომ თუ გადავავლებთ თვალს მთელ ნეგატიურ პროცესს, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ხორციელდებოდა წინა ადმინისტრაციის დროს, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება ალბათ დეტალებში ჩასვლას, რომ ეს ყველაფერი გაიწმინდოს და ჩვენი ურთიერთობები, როგორც შეეფერება ჩვენს ორ ქვეყანას ისე აღდგეს და დაიწყოს ნორმალური ურთიერთობები და დანარჩენი ამის შემდეგია, ვთქვათ სად შეიძლება თანხვედრა, სად შეიძლება ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესის გათვალისწინება და ა.შ. ამ პროცესში ჩვენ საკმაოდ ღია ვართ, საკმაოდ მყარად ვართ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილის კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა