12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია

პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ უკვე ხელმისაწვდომია PSP-ს ქსელში. საფენები უზრუნველყოფს გაჟონვისგან დაცვას 12 საათის განმავლობაში და საიმედოდ იცავს პატარას ნაზ კანს.

Rascals Premium Nappies შექმნილია მაქსიმალური კომფორტისა და დაცვისთვის. უნიკალური ოთხშრიანი შთანმთქმელი ბირთვი ეფექტურად აკავებს სითხეს, ხოლო ინოვაციური ტექნოლოგია ქმნის სუნთქვად და განსაკუთრებულად რბილ ტექსტურას, რომელიც ნაზად ერგება ბავშვის კანს.

„რასკალსის“ ბავშვის საფენები დერმატოლოგიურად ტესტირებულია და დადასტურებულად ჰიპოალერგიულია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მგრძნობიარე კანის მქონე ბავშვებისთვის, რომელთა კანი მიდრეკილია გაღიზიანების, ალერგიისა და ეგზემის მიმართ.

ბრენდი „Rascals“ 2016 წელს ახალ ზელანდიაში შეიქმნა მშობლის მიერ, რომლის პირადმა გამოცდილებამ შთააგონა განსაკუთრებით ნაზი, უსაფრთხო და მგრძნობიარე კანისთვის სანდო საფენების შექმნა. ბრენდის მარკეტინგული კომუნიკაცია აგებულია სიმშვიდის, სანდოობისა და რეალური შედეგების იდეაზე.

მშობლის მიერ მშობლებისთვის შექმნილ ბრენდს უკვე 10 წელზე მეტია მთელ მსოფლიოში მილიონობით მშობელი ენდობა და მიღებული აქვს 210,000-ზე მეტი მშობლის 5-ვარსკვლავიანი შეფასება. პროდუქტის ფილოსოფია ეფუძნება რეალურ გამოცდილებასა და ოჯახურ ღირებულებებს.

„30 წელზე მეტია PSP ასორტიმენტს მომხმარებლის ინტერესებზე დაყრდნობით აფართოებს. სწორედ მომხმარებლის მოთხოვნის კვლევის შედეგად, მშობლებისთვის, რომლებიც აფასებენ ხარისხს, უსაფრთხოებასა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს, PSP-ში უკვე ხელმისაწვდომია პრემიუმ ბრენდის „რასკალსის“ ბავშვის საფენების 1-დან 7 ზომამდე ასორტიმენტი. 2026 წელს კომპანია მომხმარებელს კიდევ ბევრ სიახლესა და ინოვაციას შესთავაზებს,“ – აცხადებენ PSP-ში.

რასკალსი“ – 12 საათამდე საიმედო დაცვა ბავშვის ნაზი კანისთვის მშვიდი დღის და ღამის უზრუნველსაყოფად.

#მზადარისყველასიურპრიზისთვის

#ReadyForEveryMess

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს