ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა

7 თებერვალს ფოთის პორტში ბელგიიდან, ანტვერპენის პორტიდან, შემოვიდა ტანკერი, რომელიც 30 000 ტონა ბენზინით იყო დატვირთული.

საქართველოს საწვავის მომარაგების ისტორიაში პირველად, ტვირთი დაიტვირთა ExxonMobil-ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში და ქვეყნის მიმართულებით 5 500 კილომეტრი გაიარა.

მიწოდება მოიცავს G-Force Euro Regular (92), G-Force Premium (95) და G-Force Super (98) ტიპის საწვავს. დამოუკიდებელი ლაბორატორიული კვლევებით დადასტურებულია, რომ საწვავი სრულად შეესაბამება და აღემატება EN 228 ევროპულ ხარისხის სტანდარტს.

მთლიანი ტვირთი ეკუთვნის ნავთობკომპანია Gulf-ის ქსელს და უზრუნველყოფს Gulf-ის ავტოგასამართი სადგურების უწყვეტ და შეუფერხებელ მომარაგებას საქართველოს მასშტაბით.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს