„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი გვაძლევს შესაძლებლობას მოვახდინოთ ჩვენი მრავალწლიანი საინჟინრო გამოცდილების სათანადო რეალიზება - Yüksel Proje

ამბასადორი აილენდი ბათუმისორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის საინჟინრო დიზაინზე, საერთაშორისო კომპანია Yüksel Proje მუშაობს, რომელსაც სხვა მასშტაბურ პროექტებთან (აქუიუს ატომური ელექტროსადგური, კომერციული პორტები) ერთად, შავ ზღვაში ხელოვნურად განაშენიანებულ მიწაზე ორი მოქმედი საერთაშორისო აეროპორტის (ორდუ-გირესუნის აეროპორტი, ტრაბზონის აეროპორტი) პროექტირებისა და ექსპლუატაციაში გაშვების წარმატებული გამოცდილება აქვს.

როგორც კომპანიის ვიცე-თავმჯდომარე ქემალ ქარაოღლუ აღნიშნავს, საქართველო წარმოადგენს მაგალითს, თუ როგორ ახდენს მულტინაციონალური კომპანიების ერთობლივი საქმიანობა რეალურ და ხელშესახებ პოზიტიურ გავლენას.

„დღესათვის ჩვენი საქმიანობა მოიცავს 38 ქვეყანას სამ კონტინენტზე. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა, საქართველო, არის შესანიშნავი მაგალითი იმისა თუ როგორ იქმნება ეფექტიანი გადაწყვეტილებების დანერგვით ხელშესახები პოზიტიური გავლენა, განსაკუთრებით ტრანსპორტის, საზღვაო და სანაპირო ინჟინერიის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მიმართულებით,“ - აღნიშნავს კომპანიის ვიცე თავმჯდომარე.

ინტერვიუს მიმდინარეობისას კომპანიის საზღვაო და სანაპირო სტრუქტურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მუსტაფა ესენმა აღნიშნა: „ჩვენ გვჯერა, რომ Yüksel Proje-ს ფართო გამოცდილებამ, განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპიროზე, წაახალისა „ამბასადორი ჯგუფი“ ჩვენთან თანამშრომლობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში”.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ შეგვიძლია ჩვენი გამოცდილება ამ უნიკალურ პროექტში გამოვავლინოთ. ამბასადორის კუნძულის პროექტმა მოგვცა შესაძლებლობა, სხვადასხვა ფუნქციური სივრცე - ტურისტული, კომერციული, საცხოვრებელი და გასართობი მიმართულებები ერთ ტერიტორიაზე გაგვეერთიანებინა. ეს პროექტი გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ კონცეფციები, რომლებიც წარმოაჩენს ჩვენს საინჟინრო მრავალწლიან გამოცდილებას, ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობებსა და მდგრადი განვითარების ხედვას“,- განაცხადა Yüksel Proje-ს საზღვაო და სანაპირო სტრუქტურების დეპარტამენტის მენეჯერმა ჰაილა ჩიჰანმა.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს