SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა

Setanta Sports Eurasia-მ გაახანგრძლივა მრავალწლიანი პარტნიორობა SMH Global-თან, რის შედეგადაც თბილისში დაფუძნებული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია მაუწყებლის ოფიციალურ წარმომადგენლად უზბეკეთში 2030 წლამდე დარჩება.

ახალი შეთანხმების ფარგლებში, მხარეებს შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობა ოფიციალურად გაგრძელდა. პარტნიორობა მოიცავს კომერციული განვითარების მხარდაჭერას, ადგილობრივი ბაზრის სტრატეგიის განსაზღვრას და Setanta-სპორტული უფლებების პორტფელის დისტრიბუციას უზბეკეთის ბაზარზე.

SMH Global-ის მანდატი ასევე მოიცავს პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას, შემოსავლების ზრდის შესაძლებლობებზე კონსულტაციას და Setanta-პოზიციების გაძლიერებას, როგორც სტანდარტულ სატელევიზიო არხებზე, ასევე OTT პლატფორმასა და სოციალურ მედიაში.

SMH Global-ის დამფუძნებელმა, ლაშა მაჭავარიანმა განაცხადა, რომ განახლებული შეთანხმება ასახავს კომპანიების საერთო ხედვასა და გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებულ სტრატეგიას რეგიონში:

„უზბეკეთში რეგიონის უდავოდ ნომერ პირველი სპორტული მაუწყებლის ოფიციალურ წარმომადგენლად ყოფნა გვაძლევს შესაძლებლობას, გამოვიყენოთ ინოვაციური სტრატეგიები, რაც ერთდროულად ზრდის ბრენდის ცნობადობასა და უზრუნველყოფს მდგრად ბიზნესგანვითარებას ამ დინამიკურ ბაზარზე. ერთობლივი ძალისხმევით, ვგეგმავთ სპორტული კონტენტის მოხმარებისა და მომხმარებელთა ჩართულობის გამოცდილების ახალ საფეხურზე აყვანას უზბეკეთის მასშტაბით.

უზბეკეთში ჩვენი ძლიერი და სანდო ადგილობრივი პარტნიორების არსებობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ვაფასებთ მათთან თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივას მომავალშიც,“- განაცხადა ლაშა მაჭავარიანმა.

Setanta Sports Eurasia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაჩა მალაზონიამ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა SMH Global-ის მნიშვნელოვან როლზე, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტიან ორიენტაციას უზბეკეთის მრავალფეროვან და კომპლექსურ ადგილობრივ სპორტულ ბაზარზე:

SMH Global-ი ჩვენი შეუცვლელი პარტნიორია უზბეკეთის სპორტული მედიის ბაზრის სირთულეების ნავიგაციის პროცესში. თანამშრომლობის გაგრძელება სრულად შეესაბამება ჩვენს მისიას — მსოფლიოს წამყვანი სპორტული კონტენტის მიწოდებას განვითარებად ბაზრებზე,“ - აღნიშნა ბაჩა მალაზონიამ.

უზბეკეთი სულ უფრო მნიშვნელოვანი ბაზარი ხდება საერთაშორისო სპორტული მაუწყებლებისთვის, სადაც იზრდება მომხმარებელთა მოთხოვნა და სწრაფად ვითარდება მედიაგარემო. Setanta Sports Eurasia ფლობს უფლებებს არაერთ მსხვილ საერთაშორისო სპორტულ ტურნირსა და ლიგაზე ევრაზიის რეგიონში, მათ შორის, ინგლისის პრემიერ ლიგაზე, NBA-ზე, UFC-ზე, Formula 1-ზე, La Liga-ზე, Serie A-სა და Ligue 1-ზე.

კომპანიებს შორის თანამშრომლობა, Setanta-ს 2021 წელს, ამჟამინდელი მფლობელის მიერ შეძენამდე დაიწყო და მოიცავდა, როგორც ტრანზიციის პროცესს, ისე მაუწყებლის შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში.

განახლებული შეთანხმება მიუთითებს Setanta Sports Eurasia-ს უწყვეტ ინვესტიციებზე უზბეკეთის ბაზარზე, სადაც კონკურენცია პრემიუმ სპორტულ უფლებებსა და ციფრულ დისტრიბუციაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

Lasha Machavariani

Bacha Malazonia

SMH Global

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს