„ეფ-ეს-ბე“ - პირი, რომელიც გენერალ ალექსეევს თავს დაესხა, უკრაინის სპეცსამსახურების აგენტი იყო - ის რუსეთში კიშინიოვისა და თბილისის გავლით ჩამოვიდა

გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ალექსეევის მკვლელობის მცდელობის შემსრულებელი, ლიუბომირ კორბა უკრაინის სპეცსამსახურების აგენტი იყო, - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა.

„მკვლელობის მცდელობის ფაქტობრივი შემსრულებელი ლიუბომირ კორბა იყო, ვიქტორ ვასინი კი მისი თანამზრახველი. ლიუბომირ კორბა 2025 წლის აგვისტოში ტერნოპილში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერმა გადაიბირა“, - აღნიშნულია რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, ლიუბომირ კორბას ვაჟი, ლუბოშ კორბა, პოლონეთის სადაზვერვო სამსახურების დახმარებით რეკრუტირებაში მონაწილეობდა. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ლიუბომირ კორბა კიევიდან რუსეთში კიშინიოვისა და თბილისის გავლით ჩავიდა და თვეში 2 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ სამხედროების, მათ შორის ალექსეევის, თვალთვალი დაიწყო.

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მას მკვლელობის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში მას 30 000 დოლარის გადახდას დაჰპირდა“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, მკვლელობის მცდელობის დღეს კორბა რუს გენერალს ლიფტთან დაელოდა და ოთხჯერ ესროლა, რის შემდეგაც დუბაიში გაფრენის ინსტრუქცია მიიღო, საიდანაც რუმინეთში, შემდეგ კიევში უნდა გამგზავრებულიყო.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მკვლელობის მცდელობის კიდევ ერთი თანამონაწილე, ვიქტორ ვასინი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის“ მხარდამჭერი იყო და თავდასხმის მზადებაში ტერორისტული მოტივით მონაწილეობდა. მან კორბასთვის ბინა იქირავა და მგზავრობის ბილეთები უყიდა.

ცნობისთვის, რუსული მედია წერს, რომ კორბამ 6 თებერვალს, ალექსეევს ცეცხლი მაყუჩიანი „მაკაროვის „სისტემის პისტოლეტიდან გაუხსნა და მიიმალა. რუსი გენერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე საათის შემდეგ კოლბა რუსეთიდან გაიქცა. დუბაიდან ექსტრადირების შემდეგ, იგი მოსკოვში დააკავეს.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა