ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს

ვაინ კახეთი მონაწილეობას იღებს ერთერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში - Wine Paris 2026, რომელიც 9-11 თებერვალს, გაიმართება Paris Expo Porte de Versailles-ში გაიმართება. გამოფენის ფარგლებში კომპანია წარადგენს ქართული ღვინოების პორტფელს Hall 4 | Stand D279-ზე.

Wine Paris წარმოადგენს ღვინის სექტორისთვის ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო B2B ღონისძიებას და Vinexposium-ის საგამოფენო პორტფელის ნაწილს. ყოველწლიურად იგი აერთიანებს მწარმოებლებსა და ღვინის პროფესიონალებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ქმნის სივრცეს დიალოგისთვის, დეგუსტაციისთვის და გამოცდილების გაცვლისთვის გლობალურ ღვინის საზოგადოებაში.

Wine Kakheti-ის მონაწილეობა ასახავს გზას, რომელიც იწყება აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში, სადაც მეღვინეობა საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა. ეს მემკვიდრეობა განსაზღვრავს კომპანიის მიდგომას მევენახეობისა და ღვინის წარმოებისადმი, რომელიც ეფუძნება ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას.

Wine Paris 2026-ზე Wine Kakheti-ის სტენდზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ღვინოები, რომლებიც დამზადებულია ქართული აბორიგენული ჯიშებისგან.

ვაინ კახეთი მიესალმება ღვინის სფეროს პროფესიონალებს პარიზში და იწვევს მათ, სამდღიანი ღონისძიების განმავლობაში, გაეცნონ კომპანიის ღვინოებს.

ტრადიციული ფესვები და თანამედროვე წარმოება

ვაინ კახეთი ყურძენს იღებს მთელი ქვეყის მასშტაბით, მიკროზონებიდან, რომლებიც გამოირჩევა მრავალფეროვანი ნიადაგებითა და კლიმატური პირობებით. ვენახებში სამუშაოები ტარდება ტრადიციული მეთოდების შესაბამისად, ხოლო ღვინის წარმოება ხორციელდება თანამედროვე ევროპული და ამერიკული ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოო ობიექტებში, რაც შესაძლებელს ხდის ტრადიციისა და თანამედროვე მიდგომების თანაარსებობას.

„ვაინ კახეთის“ ღვინო გამორჩეულია იმ მეცნიერული გამოცდილებით, რაც მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში, 1921 წლიდან გროვდეობდა. კომპანია შეიქმნა სწორედ იმისთვის, რომ არ დაიკარგოს ინსტიტუტის მიერ შექმნილი გამოცდილება და გაგრძელდეს საუკუნის წინ დაწყებული უნიკალური ისტორია. ამ გამოცდილებით, ღვინის ხარისხზე ზრუნვა, „ვაინ კახეთში“ ვაზის ნერგებიდან დაიწყეს.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა