უკრაინამ და საფრანგეთმა იარაღის ერთობლივი წარმოების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა და საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა კატრინ ვოტრენმა ხელი მოაწერეს წერილს ორ ქვეყანაში იარაღის ერთობლივი წარმოების განზრახვის შესახებ , - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს გზას უხსნის უკრაინასა და საფრანგეთს შორის თავდაცვის ინდუსტრიაში მასშტაბური ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

კერძოდ, ორი ქვეყნის მთავრობები და თავდაცვის კომპანიები ყურადღებას გაამახვილებენ ინოვაციური რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემების შემუშავებაზე.

ფედოროვმა აღნიშნა, რომ უკრაინა დაინტერესებულია SAMP/T, Mistral და Crotale სისტემების, ასევე მათთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მიწოდების გაგრძელებით. ის და მისი ფრანგი კოლეგა შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ SAMP/T სისტემის გაუმჯობესებაზე, რათა უფრო ეფექტურად გაუმკლავდნენ ბალისტიკურ საფრთხეებს.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ფრანგული მრავალფუნქციური მოიერიშე თვითმფრინავის Mirage 2000-ის ახალი პარტიის გაგზავნა იგეგმება.

უწყების ცნობით, ეს არის უკრაინის თავდაცვის მინისტრ მიხაილ ფედოროვსა და საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრ კატრინ ვოტრენს შორის გამართული მოლაპარაკებების ერთ-ერთი შედეგი.

კერძოდ, მინისტრებმა უკრაინის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება განიხილეს.

„ფრანგული მხარე უკრაინისთვის Mirage 2000-ის თვითმფრინავების გადაცემისთვის ემზადება“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, გრძელდება მუშაობა უკრაინაში AASM Hammer-ის ტიპის მართვადი საჰაერო ბომბების რეკორდული რაოდენობის მიწოდებაზე, ასევე, Aster-ის ტიპის ანტიბალისტიკური რაკეტების წარმოებისა და მიწოდების დაჩქარებაზე.

„განხილვის პროცესშია უკრაინისთვის შორი მოქმედების იარაღის, კერძოდ, SCALP-ის რაკეტების მიწოდება“, - აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს