Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა - რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა

გასულ კვირაში საქართველოს ეკონომიკაში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიგნალი გამოიკვეთა - სამომხმარებლო ფასებში, რეზერვებში, ტურიზმსა და ფინანსურ ბაზრებზე, რაც გალტ & თაგარტის კვირის მიმოხილვაშია ასახული.

ინფლაცია: ზრდას ძირითადად ადგილობრივი პროდუქციის ფასების ზრდა განაპირობებს

2026 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 4.8%-მდე გაიზარდა (დეკემბერში 4.0%), რაც ძირითადად ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდის ტემპების დაჩქარებამ განაპირობა. ამავდროულად, იმპორტირებული საქონლის ფასები წლიურად შემცირდა. პროდუქტების დონეზე, კვლავინდებურად, სურსათის და ჯანდაცვის კატეგორიებში ფასების მაღალი ზრდა იწვევს ინფლაციის საერთო დონის ფორმირებას. Galt & Taggart მომდევნო თვეებში ინფლაციის შენელებას მოელის და საშუალო წლიური ინფლაცია 2026 წელს 3.0%-ის დონეზეა მოსალოდნელი.

საერთაშორისო რეზერვები: ისტორიული მაქსიმუმი

2026 წლის იანვარში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წინა თვესთან შედარებით 141 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 6.3 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. როგორც წინა თვეებში, იანვარში რეზერვების ზრდა ძირითადად მონეტარული ოქროს ღირებულების ზრდით და, სავარაუდოდ, სებ-ის სავალუტო შესყიდვებით იყო განპირობებული.

ტურიზმის შემოსავლები: პოზიტიური დინამიკა ნარჩუნდება

გალტ & თაგარტის შეფასებით, 2026 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 13.4%-ით გაიზარდა და 325 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, გალტ & თაგარტი 2026 წელს ტურიზმის შემოსავლების 5.0 მლრდ აშშ დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს.

ფულადი ბაზარი: მაღალი მოთხოვნა ნარჩუნდება

2026 წლის 3 თებერვალს ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ფასიანი ქაღალდების ორი აუქციონი ჩაატარა. ინვესტორთა მაღალი ინტერესის ფონზე მოთხოვნამ შეთავაზებას მნიშვნელოვნად გადააჭარბა, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან ინსტრუმენტებზე შემცირდა.

გალტ & თაგარტის კვირის ეკონომიკურ მიმოხილვას სრულად გაეცანით აქ.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს