ირაკლი კობახიძე - რუბიოს გზავნილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, ჩვენი მხრიდან გამოხატული იქნება სრული ღიაობა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით

[მარკო] რუბიოს გზავნილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, ჩვენი მხრიდან გამოხატული იქნება სრული ღიაობა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით ,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნულით მან აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და მიხეილ ყაველაშვილს შორის შეხვედრაზე გაჟღერებული გზავნილების შეფასებისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ეს გზავნილი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ჩვენი განაცხადი ცნობილია, ჩვენი სურვილია სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ პარტნიორობა აშშ-თან.

აღვადგინოთ ის სტრატეგიული პარტნიორობა, რაც წინა ადმინისტრაციამ მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად და კულმინაციის სახით შეწყვიტა საქართველოსთან.

რუბიოს ეს გზავნილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, ჩვენი მხრიდან გამოხატული იქნება სრული ღიაობა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით“,-აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, იტალიაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე დამსწრე სახელმწიფოთა მეთაურების პატივსაცემად, მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტის სახელით გამართული საზეიმო მიღებისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შეხვდა. მისი თქმით, ჯერ ჯეი დე ვენსი მიესალმა, შემდეგ კი მარკო რუბიო „ცოტა მეტხანს შეჩერდა და მათი საუბარი “უფრო სიღრმისეული გამოდგა”.

აღნიშნულ დიალოგზე მან ვრცლად “იმედის” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარკო რუბიოს თქმით, „საქართველოსთან მიმართებაში წინა ადმინისტრაცია უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო“ და რომ “ტექნიკურ ჯგუფს მოამზადებენ იმისთვის, რათა გაანალიზებულ რეჟიმში, ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება გახდეს შესაძლებელი”.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს