პრემიერი - განათლების სფერო იყო ერთ-ერთი, სადაც ყველაზე ნაკლების გაკეთება მოვახერხეთ 2012 წლის შემდეგ, თუმცა „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“ - მთავარი მიზანია, ქართველმა სტუდენტმა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში

მოვედით იქამდე, სადამდეც მოვედით - თავიდანვე ვთქვით, რომ განათლების სფერო იყო ერთ-ერთი სფერო, სადაც ყველაზე ნაკლების გაკეთება მოვახერხეთ 2012 წლის შემდეგ, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - ჩვენი მთავარი მიზანი, საბოლოოდ, არის ერთადერთი რამ, ქართველმა სტუდენტმა უნდა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში, ვიდრე ის იღებს დღეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ზოგადად, უმაღლესი განათლების სისტემის წინაშე საქართველოში არის უამრავი პრობლემა და გამოწვევა. პრემიერმა ისაუბრა ქართული უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგებზე.

„დღეს გვქონდა საუბარი მაგალითად, საერთაშორისო რეიტინგებზე. ჩვენი უნივერსიტეტების რეიტინგი - თუ ავიღებთ ყველაზე სანდო შემფასებელ ორგანიზაციებს, ინსტიტუციებს - მერყეობს 5-დან 15- ქულამდე 100- ქულიდან, მაგალითად, იგივე აკადემიური რეპუტაციის ნაწილში. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, ამას აქვს თავისი ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზები. მიზეზი იყო 1990-იანი წლების კრიზისი, რამაც თავისი კვალი დაატყო უმაღლესი განათლების სისტემას. ამის შემდეგ, 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, ძალიან მძიმე უხეში ჩარევები განხორციელდა უმაღლესი განათლების სისტემაში. ამას ჰქონდა ღრმად პოლიტიკური მიზეზები და ასევე, ღრმად იდეოლოგიური მიზეზები როგორც პოლიტიკური, ასევე იდეოლოგიური მიზეზები იყო უკიდურესად მანკიერი და ეს ყველაფერი მიზნად ისახავდა არა სისტემის, არამედ პირიქით, არასწორი მიმართულებით სისტემის განვითარებას. მოვედით იქამდე, სადამდეც მოვედით. ჩვენ როდესაც გამოვაცხადეთ რეფორმის ინიციატივის თაობაზე თავიდანვე ვთქვით, რომ განათლების სფერო იყო ერთ-ერთი ის სფერო, სადაც ყველაზე ნაკლების გაკეთება მოვახერხეთ 2012 წლის შემდეგ, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და დღეს ძალიან სერიოზულად მოვეკიდეთ უმაღლესი განათლების რეფორმას. ჩვენი მთავარი მიზანი, საბოლოოდ, არის ერთადერთი რამ - ქართველმა სტუდენტმა უნდა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში, ვიდრე ის იღებს დღეს. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, ბოლოს დავდივართ აქამდე. ამას სჭირდება შესაბამისი ინსტიტუციური ცვლილებები და რაც მთავარია, შემდეგ უკვე შინაარსობრივი ცვლილებები, რომლებიც უკავშირდება უშუალოდ სასწავლო პროგრამების გაუმჯობესებას, სახელმძღვანელოების დახვეწას, კადრების მომზადებას, გადამზადებას და ა.შ.“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს