ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, კირ სტარმერი თანამდებობის დატოვებას არ გეგმავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, კირ სტარმერი თანამდებობის დატოვებას არ გეგმავს.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი გადადგომას აშშ-ში ყოფილი ელჩის, პიტერ მანდელსონის ირგვლივ არსებული სკანდალის ფონზე, რომელიც გარდაცვლილი ფინანსისტისა და სექსუალურ დანაშაულებში მსჯავრდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმეში ფიგურირებს, სტარმერის პრესსპიკერმა უპასუხა, რომ „არა“.

დაუნინგ სტრიტზე განაცხადეს, რომ კირ სტარმერი „ოპტიმისტურად არის განწყობილი“ და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებას გეგმავს.

„პრემიერ-მინისტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით ცვლილებების განხორციელების მიზნით მუშაობას აგრძელებს“, - განაცხადა სტარმერის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, აშშ-ში ყოფილი ელჩის, პიტერ მანდელსონის ჯეფრი ეპშტეინთან კავშირის გამო გაჩენილი სკანდალის ფონზე გუშინ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მორგან მაკსვინი თანამდებობიდან გადადგა. დღეს თანამდებობა კირ სტარმერის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ტიმ ალანმაც დატოვა.

სტარმერმა პიტერ მანდელსონი აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩის თანამდებობაზე გასული წლის თებერვალში დანიშნა, ხოლო სექტემბერში გაათავისუფლა. ეპშტეინის მასალების თანახმად, მანდელსონმა გარდაცვლილ ფინანსისტს 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს დიდი ბრიტანეთის მთავრობაში ეკონომიკურ საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალები გაუგზავნა. დიდი ბრიტანეთის პოლიციამ მანდელსონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მანდელსონის ელჩად დანიშვნის გამო ბოდიში მოიხადა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს