ირაკლი კობახიძე - თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა უნივერსიტეტის იდენტობისთვის, დარჩება შესაბამისი აკადემიური დატვირთვით - სტუ-ს შენობასთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობები მის ხელმძღვანელობასთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიური პერსონალის შემცირება დღის წესრიგში არ დგას.

მისი თქმით, ქვეყანაში პროფესორ-მასწავლებელთა დეფიციტია და, შესაბამისად, საჭიროება არა შემცირების, არამედ ახალი კადრების მოძიებაა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ საკადრო საკითხები შესაბამისი პროცედურებით წყდება და ის ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის დამოკიდებულებაა, მაქსიმალურად იზრუნოს აკადემიურ პერსონალზე ყველა უნივერსიტეტში.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უნივერსიტეტების შერწყმა აღარ ცხადდება, რის გამოც როგორც უმაღლესი სასწავლებლები, ისე ლექტორ-მასწავლებლები სისტემაში რჩებიან.

„რაც შეეხება საკადრო საკითხებს ამას არ ჩავუღრმავდები. ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. ამისათვის შესაბამისი პროცედურები არსებობს, ამიტომ საერთოდ მოვერიდები ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას. რაც შეეხება აკადემიურ პერსონალს, ჩვენი დამოკიდებულებაა, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ აკადემიურ პერსონალზე. რაც შეეხება სტუ-ში ჰუმანიტარული მიმართულებები მილევად რეჟიმში რჩება, შესაბამისად, შესაბამისი აკადემიური პერსონალი რჩება. რაც შეეხება ამ პროგრამების დასრულებას, ამის შემდეგ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ აკადემიურ პერსონალზე. საქართველოში მთლიანობაში არის 6000 პროფესორ-მასწავლებელი, რომელიც მუშაობს უმაღლეს განათლების სისტემაში. აქედან, მაქსიმუმ 1000 არის, ვინც მთლიანად არის დამაგრებული უმაღლეს სასწავლებლებში, დანარჩენი შეთავსებით არასრულ განაკვეთზე მუშაობს. აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს დეფიციტი, ამიტომ არა თუ შემცირებაზე შეიძლება იყოს საუბარი, პირიქით, მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ კადრები უნივერსიტეტში მუშაობისთვის. შესაბამისად, შეგვიძლია გავცეთ პირობა, რომ მაქსიმალურად ვიზრუნებთ აკადემიურ პერსონალზე, ყველა უნივერსიტეტში. გამომდინარე იქიდან, რომ აღარ ცხადდება შერწყმა - უნივერსიტეტები რჩებიან, ლექტორებიც რჩებიან“,- განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა უნივერსიტეტის იდენტობისთვის, ის შენობა შენარჩუნდება არსებული აკადემიური დატვირთვით.

კობახიძემ აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში არ განიხილება პირველი და მეორე კორპუსების საკითხი, რადგან ეს შენობები თსუ-ს იდენტობის განუყოფელი ნაწილია. მისივე განცხადებით, ცვლილებები არ შეეხება არც სამედიცინო უნივერსიტეტის შენობებს და ყველაფერი არსებული სახით დარჩება.

რაც შეეხება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობებს, პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართება უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და აკადემიურ საბჭოსთან. მისივე განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილება კონსულტაციების საფუძველზე და საერთო შეთანხმებით იქნება მიღებული.

„შენობებს რაც შეეხება, ზოგადი პრინციპი არის შემდეგში: თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა შესაბამისი უნივერსიტეტის იდენტობისთვის, ეს შენობა დარჩება თავის ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით. მაგალითად, თსუ-ს შემთხვევაში აღვნიშნეთ, რომ არ და ვერ შევეხებით 1-ელ და მე-2 კორპუსებს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს შენობები არის თსუ-ს იდენტობის განუყოფელი ნაწილი. ასევე სამედიცინო უნივერსიტეტსაც, არ ვეხებით ყველაფერი რჩება ისე, როგორც არის. სტუ-ს შენობასთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობები მის ხელმძღვანელობასთან და აკადემიურ საბჭოსთან. შეგვიძლია შევჯერდეთ საერთო გადაწყვეტილებაზე, აქაც გადაწყვეტილება მიღებული იქნება კონსულტაციების საფუძველზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა