პრემიერი - ევროპელი ბიუროკრატები სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი უნდა დაიწყოს, სადაც რუსეთთან აპირებენ პირდაპირი დიალოგის დაწყებას, იქ ალბათ, საქართველოს “პრორუსულ ხელისუფლებასთანაც” მოუნდებათ

ევროპელი ბიუროკრატები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი უნდა დაიწყოს - სადაც რუსეთთან აპირებენ პირდაპირი დიალოგის დაწყებას, იქ ალბათ, საქართველოს “პრორუსულ ხელისუფლებასთან“ მოუნდებათ, ასევე, დიალოგის დაწყება, - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის კვლევის შეფასებისას გააკეთა, სადაც ხაზგასმულია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტების მნიშვნელობა.

კობახიძის თქმით, აღნიშნული კვლევა მაგალითია იმისა, თუ როგორ ხედავს ობიექტური მკვლევარი საქართველოში შექმნილ ვითარებას.

მან აქვე აღნიშნა, რომ დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში ორმაგი სტანდარტი არის სერიოზული პრობლემა.

“როდესაც ევროკავშირში ობიექტური შეფასებები იწერება და ემპირიულ კვლევებზე დაფუძნებული დოკუმენტები დგება, იქ ყველაფერი ისეა ასახული, როგორც არის სინამდვილეში. ამის საპირწონედ ხშირად არის უხეში პოლიტიკური განცხადებები, რომელსაც ობიექტურ სინამდვილესთან არავითარი კავშირი არა აქვს.

პოლიტიკური კონტექსტი მთლიანად შეიცვალა. მაგალითად, ამ ფონზე შეიცვალა ევროკავშირის დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის მიმართ. ევროპელი ბიუროკრატები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი უნდა დაიწყოს - სადაც რუსეთთან აპირებენ პირდაპირი დიალოგის დაწყებას, იქ ალბათ საქართველოს “პრორუსულ ხელისუფლებასთან“ მოუნდებათ, ასევე დიალოგის დაწყება.

ამ მცირე გადახვევით ორმაგ სტანდარტებზე მინდა ხაზგასმა. დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში ორმაგი სტანდარტი არის სერიოზული პრობლემა. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი ამ მხრივ სერიოზულ პრობლემებს დაძლევს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს