ხატია დეკანოიძე - ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყულევის პორტი რუსული კავშირებისა და რუსული ნავთობის ვაჭრობის გამო შეიძლება გაჩერდეს - „ქართული ოცნების“ პირობებში არ არსებობს ეკონომიკური სტაბილურობა ან მშვიდობა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ყულევის პორტი „რუსული კავშირებისა და რუსული ნავთობის ვაჭრობის გამო“ შეიძლება გაჩერდეს.

კერძოდ, ხატია დეკანოიძე ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ყულევის პორტს შესაძლოა ევროკავშირის სანქციები დაემუქროს.

როგორც დეკანოიძე აცხადებს, „ქართული ოცნების“ პირობებში არ არსებობს ეკონომიკური სტაბილურობა ან მშვიდობა.

„"რადიო თავისუფლების" ინფორმაციის თანახმად, ყულევის პორტს შეიძლება სანქციები შეეხოს.

თვეებია ვლაპარაკობ ამ თემაზე, რომ ივანიშვილმა საქართველოს ეკონომიკა უზარმაზარი საფრთხის ქვეშ დააყენა და სანქციების თავიდან აცილებისთვის რუსეთს საქართველოს ინფრასტრუქტურით სარგებლობის უფლება მისცა.

ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პორტი რუსული კავშირებისა და რუსული ნავთობის ვაჭრობის გამო შეიძლება გაჩერდეს.

ყველა მნიშვნელოვანი ფინანსური თუ სავაჭრო ინფრასტრუქტურა საფრთხეშია ივანიშვილის გამო.

ქართული ოცნების პირობებში არ არსებობს ეკონომიკური სტაბილურობა ან მშვიდობა”, - წერს ხატია დეკანოიძე.

ცნობისთვის, „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ევროკავშირმა რუსეთის სანქციებში მე-20 პაკეტში შესაძლოა, საქართველოს ყულევის პორტიც შეიყვანოს. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ყულევის პორტი დასახელებულია სიაში, რომელიც ეხება „რუსეთს გარეთ, მესამე ქვეყნებში არსებულ პორტებს“. სანქცირების საჭიროება კი დოკუმენტში ასეა დასაბუთებული:

„[ყულევის პორტი] გამოიყენება ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც წარმოებულია რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსული გემებით, რომლებიც იყენებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას“, - აღნიშნავს გამოცემა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს