გიგი წერეთელი აშშ-ის  კონგრესში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

„ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგი წერეთელი ვაშინგტონში იმყოფება.

პრესსამსახურის თანახმად, ის სიტყვით გამოვიდა აშშ-ის კონგრესში, კაპიტოლიუმის შენობაში, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხებზე გამართულ ფორუმზე, რომელშიც აშშ-ის კონგრესის წევრები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ექსპერტები, ევროპელი პოლიტიკოსები, მოქმედი და ყოფილი მთავრობის, პარლამენტის ლიდერები მონაწილეობდნენ.

განსახილველი საკითხები იყო არსებული ევროატლანტიკური უსაფრთხოების გამოწვევები რუსეთ-უკრაინის ომის, ირანის მადესტაბილიზებელი ქმედებების ფონზე, თავდაცვის და შეკავების სიმძლავრეების გაზრდა, ნატო-ს წევრ ქვეყნებში შესაბამისი ბიუჯეტების 5%-მდე მატების მნიშვნელობა, რეგიონული და ევროატლანტიკური თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა.

„გამოსვლაში, გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის, ეს ისტორიული მომენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამომავლო პერსპექტივით.

“ქართველი ხალხი ძალიან მაღალ ფასს იხდის თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის არჩევისთვის — ზეწოლისა და ოკუპაციის პირობებში. საქართველოში დემოკრატიული მმართველობისა და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერა კვლავაც საგრძნობლად ძლიერია. სწორედ ამიტომ არის დემოკრატიული უკუსვლა ასეთი მიუღებელი. ის არ ასახავს საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობის ნებას, მათ მისწრაფებას იცხოვრონ დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყანაში, არა რუსეთის იმპერიაში, არამედ მშვიდობიანად განვითარდნენ ევროპასა და ამერიკასთან ერთად. თავდაცვა და აგრესიის შეკავება მხოლოდ სამხედრო არ არის, ის პოლიტიკურიცაა. დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და საზოგადოების ნდობა ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი რესურსებია”, - განაცხადა მან.

გიგი წერეთელი, ასევე, დაესწრო ვაშინგტონში გამართულ “ეროვნული ლოცვის საუზმეს”, სადაც პრეზიდენტი ტრამპი და აშშ-ის ხელისუფლების სხვა ლიდერები იმყოფებოდნენ. აღნიშნული ღონისძიებების გარდა, შეხვედრები გამართა აშშ-ის სენატის და კონგრესის წევრებთან, ექსპერტული წრეების წარმომადგენლებთან.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში