თამარ ჩერგოლეიშვილი - ოპოზიცია ვძლიერდებით, მივედით შეთანხმებამდე

ოპოზიცია ვძლიერდებით, მივედით შეთანხმებამდე, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, რვა პარტია უკვე შეთანხმდა და შემუშავებულია შესაბამისი დოკუმენტიც და „სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი გამოქვეყნებამდე“.

„რვა პარტია ვართ შეთანხმებული: „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ფედერალისტები“, „თავისუფლების მოედანი“, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. რვა პარტია შევთანხმდით გამარჯვების სტრატეგიაზე და ამ სტრატეგიის შესრულებისას თანამშრომლობის დემოკრატიულ წესებზე. სულ არის ხოლმე პრობლემა, რომ „თავს გვესხმიან“, თუ წესებს დავიცავთ ყველანი, თავდასხმის საკითხი თავისთავად მოიხსნება.

ეს არ არის დახურული დოკუმენტი, ეს არ არის დროში შემოსაზღვრული დოკუმენტი, უბრალოდ, ჩვენ გვეჩქარება, პროცესი უნდა დავძრათ. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიდის მოლაპარაკებები, მიშა სააკაშვილის წარმომადგენლების იქ, იყო ბოლო შეხვედრაზე. თვლის, რომ ბარამიძემ უნდა წარმოადგინოს მისი ინტერესები. ბოკუჩავა სხვა რაღაცაზე ლაპარაკობს და ჯობია შიგნით ჩამოყალიბდნენ და როცა ჩამოყალიბდებიან, მერე იტყვიან. მოლაპარაკებებში მონაწილეობს და თავის ვარიანტებს გვთავაზობს სააკაშვილის სახელით ბარამიძე და უნდა ხელმოწერა, ყოველ შემთხვევაში ამას ამბობს“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, საბოლოოდ შეთანხმების დოკუმენტს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელოც“ შემოუერთდება.

„„ლელოსთანაც“ იყო კომუნიკაცია. კონკრეტულად ვის ელაპარაკნენ არ ვიცი. საბოლოო ჯამში პროცესი თუ დაიძრა, ქარავანი თუ დავძარით, [ნახავთ, რომ] მართლა კარგი დოკუმენტია. რამე განსაკუთრებული კი არ არის, უბრალოდ წესებია, თითქოს თვალნათელი. ადრე თუ გვიან დოკუმენტს ორივე შემოუერთდება, „ნაციონალური მოძრაობაც“ და „ლელოც“ იმიტომ, რომ სხვა პროცესი არ იარსებებს, ეს იქნება მეინსტრიმ პროცესი“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს