ევროპარლამენტში უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ კენჭისყრა ოთხშაბათს გაიმართება

ევროპარლამენტში უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ კენჭისყრა ოთხშაბათს გაიმართება, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

რობერტა მეცოლამ სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოაცხადა, რომ ევროპარლამენტარები უკრაინის სამხედრო ხარჯების დაფინანსების მიზნით 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას კენჭს 11 თებერვალს უყრიან.

ამასთან, ევროპარლამენტის პრესსპიკერის, დელფინ კოლარის ცნობით, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმება მიღწეულია.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭო უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გადაცემაზე 4 თებერვალს შეთანხმდა. ევროკავშირი აღნიშნული სესხიდან 60 მილიარდ ევროს უკრაინის სამხედრო ხარჯებისთვის გამოყოფს, ხოლო 30 მილიარდი უკრაინის ბიუჯეტის მხარდაჭერას მოხმარდება. ევროკავშირის საბჭო შეთანხმდა, რომ აღნიშნული სესხი დაფინანსდება ევროკავშირის მიერ კაპიტალის ბაზრებზე აღებული სესხებით და უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის ბიუჯეტით.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს