კვლევა - უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობა 2025 წელს 26%-ით გაიზარდა

გლობალური კონფლიქტების მონიტორინგის ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემებით, უკრაინაში დაბომბვის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეობის რაოდენობა 2025 წელს 26%-ით გაიზარდა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ორგანიზაცია „მოქმედება შეიარაღებული ძალადობის წინააღმდეგ“ აცხადებს, რომ 2025 წელს რუსეთის თავდასხმების შედეგად 2 248 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 12 493 დაშავდა. ასევე გაიზარდა თითოეული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა საშუალო რაოდენობა.

ორგანიზაციის მონაცემებით, თითოეული დარტყმის დროს, საშუალოდ, 4.8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაშავდა, რაც 2024 წელთან შედარებით 33%-ით მეტია. The Guardian-ი წერს, რომ ეს მაჩვენებლები უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების ზრდაზე მიუთითებს.

ყველაზე მძიმე თავდასხმა 24 ივნისს დნიპროში განხორციელდა. რუსულმა რაკეტებმა სამგზავრო მატარებელი, საცხოვრებელი შენობები და სკოლები დაბომბა, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა და 314 დაშავდა, მათ შორის 38 ბავშვი.

2025 წლის განმავლობაში, უკრაინაში თითქმის ყოველ ღამე ხდებოდა სარაკეტო და დრონებით თავდასხმები. 9 სექტემბრის ღამეს უკრაინის წინააღმდეგ 805 დრონი და 13 რაკეტა გამოიყენეს, რაც ომის დროს დაფიქსირებულ ყველაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმაა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს